გადარჩენა სწავლა კეთილდღეობა სტრატეგიული ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში საქართველოს პოტენციალის განვითარებისთვის © 2020 რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი/ მსოფლიო ბანკი 1818 H Street NW ვაშინგტონი 20433 ტელეფონი: 202-473-1000 ინტერნეტ მისამართი: www.worldbank.org ეს კონკრეტული დოკუმენტი, წარმოადგენს მსოფლიო ბანკის თანამშრომლების და დამხმარე თანამონაწილეების მიერ შექმნილ პროდუქტს. აღმოჩენები, ინტერპრეტირებული ფაქტები და დასკვნები, რაც წარმოდგენილია აქ, არ წარმოადგენს მსოფლიო ბანკის, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორების და მთავრობების ხედვას. მსოფლიო ბანკი გარანტიას არ იძლევა წარმოდგენილი მონაცემების სრულ სიზუსტეზე და დასაშვებია ხარვეზების არსებობა. საზღვრები, ფერები, დენომინაციები და სხვა ინფორმაცია რაც ასახულია ნებისმიერ რუკაზე, ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს მსოფლიო ბანკის შეხედულებებს, ნებისმიერი ტერიტორიის, იურიდიულ სტატუსზე ან/და წარმოდგენილ საზღვრების აღიარებასთან და მათ მიღებასთან მიმართებით. უფლებები და ნებართვები ეს კონკრეტული ნაშრომი წარმოადგენს საავტორო უფლებით დაცულ მასალას. ვინაიდან მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს ცოდნის გავრცელებას, შესაძლებელია ამ სამუშაოს რეპროდუქცია მთლიანად ან ნაწილობრივ, არაკომერციული მიზნებისთვის მათი გამოყენება არის ასევე ნებადართული. ყველა არსებულ კითხვაზე, საავტორო უფლებაზე და ლიცენზიაზე, ასევე სუბსიდირებულ უფლებებზე, მიმართეთ მსოფლიო ბანკის პუბლიკაციების განყოფილებას, მსოფლიო ბანკის ჯგუფი: მისამართი 1818 H Street NW, ვაშინგტონი, 20433, აშშ; ფაქსი: 202-522-2625; ელ ფოსტა: pubrights@worldbank.org. ეს დოკუმენტი გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის მიერ ინგლისურად, როგორც Survive, learn, thrive: strategic human capital investments to unlock Georgia’s potential 2020 წელს. ნებისმიერი გაუგებრობის შემთხვევაში ინგლისურ ენაზე შექმნილი დოკუმენტით უნდა იხელმძღვანელოს ყველა მხარემ. შესავალი გააძლიერებს ჯანსაღი გარემოს დადებით ზეგავლენას ჯანმრთელობაზე. და ბოლოს საჯარო მმართველობის რეფორმა კი გააუმჯობესებს პოლიტიკას და საჯარო სერვისებს, ასევე გაზრდის სააგენტოებისა და ადგილობრივი ინსტიტუციების ეფექტურობას. ადამიანური კაპიტალის განვითარების დაჩქარება, მოითხოვს დამატებით რადიკალურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ფაქტები მოწმობს, რომ მსოფლიოში ძლიერი ეკონომიკის განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და მქონე ქვეყნების ეკონომიკური ზრდა, შეიძლება აიხსნას დასაქმების მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მათ მიერ ადამიანურ კაპიტალში განხორციელებული ეს გამოწვევა, რადგან გვჯერა, რომ ყველა ქართველის ინვესტიციებით. ცნობილია, რომ ინვესტირება ადამიანურ ფუნდამენტური უფლებაა ცხოვრების მანძილზე გამოიყენოს კაპიტალში გაცილებით ნაკლებ ხარჯებთან არის საკუთარი სრული პოტენციალი. სწორედ ამ გზით ჩვენ ერთად დაკავშირებული გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე შევძლებთ უკეთესი მომავლის შენებას საქართველოში. იმ ხარჯების უზრუნველყოფა, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის პრობლემებთან, მცირე შემოსავლებთან, აღნიშნული ხედვა ცხადყოფს თუ რატომ გადაწყვიტა უმუშევრობასთან და სოციალურ ინკლუზიასთან. საქართველომ, ერთ-ერთმა პირველმა, ჩართულიყო შესაბამისად, ვინაიდან უმნიშვნელოვანესია ამჟამად მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის პროექტში. ერთ- არსებული, მოკლევადიანი გამოწვევების დაძლევაც, ერთი პირველი მონაწილე ქვეყნის სტატუსი, საქართველოს მსოფლიო ლიდერებმა გარანტირებულად უნდა უზრუნველყონ აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას ითანამშრომლოს ადამიანური კაპიტალის განვითარების გრძელვადიანი მსოფლიო ბანკთან და სხვა პარტნიორებთან, რათა მიღწეულ სტრატეგიის შემუშავება, მომავალში ეკონომიკური, იქნას მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყანაში ადამიანური სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევისათვის. კაპიტალის პროდუქტიულობის გაზრდის კუთხით. როგორც ერთ-ერთმა პირველმა პროექტის წევრმა ქვეყანამ, ჩვენ ათწლეულების მანძილზე განხორციელებული წარმატებული 2018 წელს მონაწილეობა მივიღეთ მსოფლიო ბანკის სისტემური რეფორმების შემდეგ, საქართველოს ყოველწლიურ შეხვედრაში ინდონეზიაში და გამოვხატეთ მთავრობისთვის კვლავ პრიორიტეტია ადამიანური ჩვენი მზაობა გავზარდოთ ინვესტირება ადამიანური კაპიტალის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის კაპიტალის განვითარებაში. ჩვენ შევქმენით მაღალი დონის, უზრუნველყოფა, ისევე როგორც მოსახლეობის შემცირების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართულია ტენდენციის ნეგატიური გავლენის შემცირება. ჩვენ გვჯერა, ასევე მსოფლიო ბანკიც და მისი მანდატია საქართველოში რომ ადამიანურ კაპიტალში სტრატეგიული ინვესტირება ადამიანური კაპიტალის განვითარების ინიციატივების - წინსვლის გარანტიაა. ჩვენი მიზანია, ევროკავშირის და წახალისება. ჩვენ გავაერთიანეთ ჩვენი ძალისხმევა მსოფლიოს სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით და გაზიარებით, გავხდეთ ლიდერი რეგიონში ადამიანური მოვამზადეთ პროექტი - საქართველო ინოვაცია, ინკლუზია კაპიტალის განვითარების მიმართულებით. და ხარისხი, რომელიც მიზნად ისახავს განათლების სისტემის ხარისხის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას და საქართველოს ამბიციური ხედვა ასახულია შემდგომ 6 წელში ადრეული განათლების შესაძლებლობებზე „საქართველო-2020“ პლატფორმაში: თავისუფლება, ხელმისაწვდომობის ზრდას. საქართველო ასევე პარტნიორობს სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა.1 ჩვენი მიზანია, მსოფლიო ბანკთან ჯანმრთელობისა და სოციალური საბაზრო ეკონომიკის განვითარების გაგრძელება, ყველა დაცვის სექტორებში და გეგმავს აუცილებელი რეფორმების ადამიანის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რეგიონული გატარებას იმ საჯარო სტრუქტურებში, რომლებიც პოზიციონირების გაძლიერება, უსაფრთხოება და აღნიშნული მომსახურების გაწევას უზრუნველყოფენ. ტერიტორიული მთლიანობა. აღნიშნულ პლატფორმას აქვს პოლიტიკის ოთხი მიზანი, რომლებიც ფორმულირებულია, ჩვენ მოხარულნი ვართ, განვაგრძოთ მსოფლიო ბანკთან როგორც „ოთხპუნქტიანი გეგმა“ და მოიცავს ეკონომიკურ პარტნიორობა ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით. რეფორმას, განათლების რეფორმას, სივრცით მოწყობას და წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს დასტურს ჩვენი ერთიანი ინფრასტრუქტურას და მმართველობის რეფორმას. ძალისხმევისა, რაც დასახული მიზნის მისაღწევად აქამდე იქნა გაწეული, თუმცა ეს ერთგვარი დასაწყისია. ვიმედოვნებ, აღნიშნული პრიორიტეტები ხაზს უსვამს ჩვენს ორიენტაციას რომ ჩვენ ერთად, ეფექტური და მყარი გადაწყვეტილებების ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. ეკონომიკური მიღებით, განვახორციელებთ იმ ღონისძიებებს, რაც რეფორმები მიმართული იქნება კერძო სექტორის აღნიშნულ ანგარიშშია მოცემული და რაც ერთნაირად განვითარებაზე და კვლავ უზრუნველყოფს საქართველოში სასარგებლო იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. განათლების რეფორმის სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებიც მსგავსი პრობლემებისა და მიზანი სწორედ ადამიანური კაპიტალის განვითარებაა, შესაძლებლობების წინაშე დგანან. რომელიც სკოლამდელი განათლების საფეხურიდან დაიწყება. სივრცითი მოწყობის რეფორმა გაითვალისწინებს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ინკლუზიურ ივანე მაჭავარიანი განვითარებას, როგორც ურბანულ დასახლებებში ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრი სოფლად; ასევე უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და 3 შესავალი 2018 წელს მსოფლიო ბანკმა დაიწყო ადამიანური კაპიტალის (I2Q), რომლის მიზანია საქართველოს ადამიანურ კაპიტალში განვითარების პროექტი- გლობალური დახმარება, რომელიც ინვესტირების ხელშეწყობა. პროექტის ამოცანებია მონაცემების, პოლიტიკისა და კვლევების გამოყენებით მხარს გააუმჯობესოს ხელმისაწვდომობა სკოლამდელ განათლებაზე უჭერს ქვეყნებს ადამიანური კაპიტალის განვითარებაში და ხარისხი და შესაბამისობა ზოგად და უმაღლესი მეტი და უკეთესი ინვესტიციების განხორციელებაში, განათლების საფეხურზე. წინამდებარე ანგარიში - გადარჩენა, სამართლიანობისა და ეკონომიკური ზრდის სწავლა, კეთილდღეობა: სტრატეგიული ინვესტირება უზრუნველსაყოფად. ადამიანურ კაპიტალში სტრატეგიული ადამიანურ კაპიტალში საქართველოს პოტენციალის ინვესტირების გარეშე, ქვეყნებს ვერ ეყოლებათ ისეთი აღმოსაჩენად, - ეფუძნება ქვეყნის მუდმივ მონაწილეობას. სამუშაო ძალა, რომელიც მომზადებულია მომავალში საჭირო ანგარიში ასახავს ადამიანური კაპიტალის ამჟამინდელ მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილებისთვის და ისინი პროდუქტიულობას, ხაზს უსვამს კვლავაც არსებულ ვერ იქნებიან კონკურენტუნარიანი გლობალურ ეკონომიკაში. გამოწვევებს ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარება სასიცოცხლოდ გააქტიურების მიმართულებით და რეკომენდაციებს იძლევა მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიისთვის. ეს არის რეგიონი, მითითებული პრობლემების გადაჭრისათვის კონკრეტული რომელიც ხასიათდება ასაკოვანი მოსახლეობის ზრდით, ინვესტიციების განხორციელების კუთხით. ემიგრაციით, ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემებით, ზრდადი უნარების შეუსაბამობით შრომის ბაზარზე, მაღალი მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის უმუშევრობის მაჩვენებლით ახალგაზრდებსა და ქალებში და მიერ მიღებულ ამბიციურ გეგმას ადამიანური კაპიტალის არათანაბარი შინამეურნეობის შემოსავლის დონით. განვითარების შესახებ. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ არსებული სიტუაციის ღრმა ანალიზს, ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტი, მსოფლიო რეკომენდაციების განხორციელებას და საქართველოს ბანკისთვის წარმოადგენს პრაქტიკულ შესაძლებლობას მოსახელობაში შედეგიან ინვესტირებას. თანამშრომლობით, დაეხმაროს რეგიონს აღნიშნული გამოწვევების დაძლევაში და ჩვენ მივაღწევთ სწრაფ პროგრესს საქართველოში, სადაც უზრუნველყოს მდგრადი და ინკლუზიური ზრდა. მოცემული ყველა ბავშვი იქნება უზრუნველყოფილი და მომზადებული, შესაძლებლობის გაანალიზების საფუძველზე, საქართველოს რომ ისწავლოს სკოლაში, მიიღოს რეალური ცოდნა საკლასო მთავრობამ პრიორიტეტად დაისახა ადამიანური ოთახში და იყოს მზად შევიდეს შრომის ბაზარზე ჯანმრთელი, კაპიტალის განვითარება. ადრეულ ეტაპზევე ჩაერთო კვალიფიციური და პროდუქტიული. პროექტში და უზრუნველყო მაღალი დონის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მონაწილეობა - ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის სახით. მიმდინარე წელს, საქართველოს სებასტიან მოლინეუსი მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა დაიწყო ინოვაციების, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ ინკლუზიურობის და ხარისხის $102.7 მილიონიანი პროექტი კავკასიაში 4 დაფასება აღნიშნული ანგარიში შემუშავებულია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, სებასტიან მოლინეუსი (რეგიონული დირექტორი-სამხრეთ კავკასია), ფადია სადას (რეგიონული დირექტორი, ადამიანური რესურსების განვითარება) , მერსი მიანგ ტემბონის (საქართველოში წარმომადგენლობის ყოფილი დირექტორი, სამხრეთ კავკასია), ლირე ერსადოს (პროგრამის ხელმძღვანელი, ადამიანური რესურსების განვითარება), ჰარი ენტონი პატრინოს (პრაქტიკის მენეჯერი, განათლების გლობალური პრაქტიკა), ტანია დმიტრაჩენკოს (პრაქტიკის მენეჯერი, ჯანდაცვა, კვება და მოსახლეობის გლობალური პრაქტიკა) და ჩემ მეტეს (პრაქტიკის მენეჯერი, სოციალური დაცვა და დასაქმების გლობალური პრაქტიკა) ხელმძღვანელობით. ჯგუფის ძირითად წევრებს, რომლებმაც განახორციელეს კვლევა და შეუმუშავეს ანგარიშის სამუშაო ვერსია, წარმოადგენენ ნინო ქუთათელაძე, სორენ ნელმანი, მადალენა ჰონორათი, ემი ტომპსონ სევიმლი, ადანა ჩუკუმა და მიშელინ ფრიასი. გუნდი ასევე მადლობას უხდის ლელა ღონღაძეს გაწეული ადმინისტრაციული მხარდაჭერისთვის, რამაც ხელი შეუწყო დიალოგს და ანგარიშის დასრულებას. მოხსენება რედაქტირებულია ფიონა მაკინტოშის და ნინო გაბუნიას მიერ და თარგმნილია ოთარი გულბანი. ანგარიშის მომზადებაში დახმარება უზრუნველყო მიშელინ ფრიასმა და მონიკა მაირმა. ანგარიში წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ადამიანური კაპიტალის განვითარების სტიმულირების საკონსულტაციო სერვისებისა და ანალიზის კომპონენტის საბოლოო პროდუქტს, რომელსაც ხელმძღვანელობს სორენ ნელმანი, ადანა ჩუკუმა და მადალენ აჰონორატი. ჯგუფი მადლობა უხდის საქართველოს მთავრობის წევრებს ფინანსთა სამინისტროდან; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან და ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, მათი ჩართულობისა და უკუკავშირისთვის ანგარიშის მომზადების პროცესში. მნიშვნელოვანი კომენტარების მოწოდებისთვის, ჩვენ ასევე მადლობა ვუხდით ალექსანდრა ვალერიოს, ჯეისონ ალენ ვივერს, ზელალემ ილმა დებებეს, ჰანენ ისმაილ საიდს, ემილი ვედონჩეფმენს და ალან ფიუხს, დირა შარმას, ჟენევიევ ბოიროს, მარიამ დოლიძეს, ოლექსეი სლაჩინსკის, ევგენი ნაჟდოვს და ირმა გეგეჩკორს მტკიცებულებებისა და საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციის მომზადებისთვის. 5 სარჩევი 3 შესავალი 4 შესავალი 5 დაფასება 7 ზოგადი შეჯამება 8 თავი 1: ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება 12 თავი 2: ადამიანური კაპიტალის ფორმირება საქართველოში 18 თავი 3: ადამიანური კაპიტალის განვითარების სტიმულები 19 პოლიტიკური კონტექსტი 19 ეკონომიკური ზრდა და ფისკალური სივრცე 20 შინამეურნეობის შემოსავალი და ხარჯი 21 სახელმწიფო ინტერვენციები განათლებაში, ჯანდაცვაში, სოციალურ დაცვასა და დასაქმებაში 26 თავი 4: ადამიანური კაპიტალის ფორმირების სტიმულირება საქართველოში 27 განათლება 30 ჯანმრთელობა 32 სოციალური დაცვა და დასაქმება 35 თავი 5: იდეიდან განხორციელებამდე 36 მიდგომა - ერთიანი საზოგადოება 36 რესურსების მობილიზება და მაქსიმიზაცია 37 გაზომვა, სწავლა და ადაპტირება 37 გარე პარტნიორობის გაძლიერება 37 ტექნოლოგიების გამოყენება გავლენის გასაძლიერებლად 39 თავი 6: სტრატეგიული ფოკუსი ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე 6 ზოგადი შეჯამება ადამიანური კაპიტალი იმ აკუმულირებული ცოდნის, გამოცდილების და დამოკიდებულებების ერთიანობაა, რომელსაც სამუშაო ძალა იყენებს პროდუქციისა თუ მომსახურების წარმოების პროცესში. ადამიანებში ინვესტირება, რომელიც გამოხატება ხარისხიანი ჯანდაცვის, განათლების, სოციალური სერვისებისა და დასაქმების სისტემების განვითარებით, ქმნის ადამიანურ კაპიტალს. სწორედ ის არის საკვანძო კომპონენტი უკიდურესი სიღარიბის დასაძლევად და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად. მაშინ როდესაც ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების სარგებელი საკმაოდ ცხადია, მთავრობებს უჭირთ გადაწყვეტილების მიმღებთა დარწმუნება, ვინაიდან აღნიშნული ინვესტიციების შედეგები საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ ეკონომიკამ გაუძლოს დროის ტესტს. საქართველოს მთავრობა აცნობიერებს ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობას გრძელვადიანი წარმატებისთვის. მთავრობის ხედვა, რომელიც მოცემულია -საქართველო 2020 პლატფორმაში და მოიცავს: თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას ხაზს უსვამს ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების მნიშვნელობას. მეტიც, საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი პირველი ჩაერთო მსოფლიო ბანკის პროექტში ადამიანური კაპიტალის შესახებ. 2018 წელს, ინდონეზიის ქალაქ ბალიში, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ წლიურ შეხვედრას დაესწრო საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, რითიც კიდევ ერთხელ აღინიშნა ადამიანური კაპიტალის პრიორიტეტულობა ქვეყნის განვითარების უზრუნველსაყოფად. საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსია 0.61 რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დაბადებული ბავშვი იქნება 61 პროცენტით პროდუქტიული, ვიდრე ის შეიძლება ყოფილიყო მოზრდილ ასაკში იმ ვითარებაში, როდესაც მისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა სრული ჯანდაცვის პაკეტი და განათლება. მაშინ როდესაც საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და დასაქმების მიმართულებით იმისათვის, რომ გაიზარდოს მოქალაქის პროდუქტიულობა და სრულად იქნეს გამოყენებული ადამიანურ კაპიტალის პოტენციალი. მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც 2022 წელს განათლების სექტორზე დახარჯული თანხები, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ს) 6%-ს მიაღწევს, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია. სკოლამდელი განათლების საფეხურზე ბავშვების ჩართულობა ძალიან დაბალია, ისევე როგორც დაბალია მისი ხარისხი. განათლების ყველა საფეხურის მასწავლებლები არ არიან სათანადოდ გადამზადებულნი. გადასახედია კურიკულუმი იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სასწავლო შედეგები და უზრუნველყოფილი იყოს სტუდენტთა უკეთესი მომზადება შრომის ბაზარზე ან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასასვლელად. ბოლოს, სისტემური რეფორმები აუცილებელია პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, მნიშვნელოვანი სარგებელი მოიტანა მოქალაქეებისთვის, მაგრამ გაუთვალისწინებელი ხარჯები მაინც მაღალი რჩება. მეტიც, ჯანდაცვის სისტემა კვლავ ორიენტირებულია გადაუდებელ დახმარებაზე და არა პრევენციულ მომსახურებაზე, და არ მკურნალობს არაგადამდებ და კარდიოლოგიურ დაავადებებს, რითიც უმეტესად არის დაავადებული საქართველოს მოსახლეობა. შედეგად, ჯანმრთელობის ეს ორი პრობლემა, პრობლემებს უქმნის ინდივიდებს მათ შემდგომ ცხოვრებაში. რაც შეეხება სოციალურ დაცვასა და დასაქმებას, საქართველოს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა იყო საკმაოდ წარმატებული უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის დახმარების კუთხით და 2010 წლიდან, დასაქმებიდან შემოსავლის წილი გაიზარდა ოჯახების შემოსავლების მოცულობაში. თუმცა მიუხედავად ამისა, სიღარიბე და შრომისუუნარობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, განსაკუთრებით ქალებსა და ახალგაზრდებში. სოციალური დახმარების სისტემა კი ფრაგმენტულობით და დასაქმებისთვის დაბალი სტიმულირების დონით ხასიათდება. ამასთან, საქართველო მნიშვნელოვან მაგრამ სარისკო პოზიციაშია. მისი „ხელახალი დაბადების“, 1991 წლის შემდგომ ქვეყანამ მიაღწია დაუჯერებელ პროგრესს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და მმართველობითი რეფორმების განხორციელებით. 2006 წელს არსებული 35 პროცენტიდან, 2018 წელს სიღარიბე შეამცირა 20.1 პროცენტამდე და ეს მოხერხდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ბიზნესის წარმოებისთვის ბარიერების შემცირებით და უფრო მეტიც, რთული კონფლიქტების დაძლევით. თუმცა, მთავრობა კვლავ ებრძვის ლიმიტირებულ ფისკალურ გარემოს. ვინაიდან საქართველო ემზადება განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად, დგება საკითხი თუ რა უნდა გაკეთდეს შემდგომ ეტაპზე, სად უნდა განხორციელდეს ინვესტირება და როგორ უნდა წავიდეს წინ. ეს ვარიაციები შეიძლება დასაფიქრებელი იყოს, თუმცა ცალსახაა რომ მათი გათვალისწინება აუცილებელია ინკლუზიური განვითარების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ანგარიში ასახავს საქართველოს ადამიანური კაპიტალის ამჟამინდელ მდგომარეობას და მიმართულებებს. მისი მიზანია, საქართველოს მიღწევების ხაზგასმა და აღიარება, არსებულ გამოწვევებზე რეაგირება და საკვანძო ინტერვენციების მომზადება ქვეყნის მიერ შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადადგმის მხარდასაჭერად, რაც ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს ინვესტირება ყველაზე მნიშვნელოვან რესურსში -საქართველოს მოქალაქეებში. იდეიდან - ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების განხორციელებაზე გადასვლა, მოითხოვს საზოგადოების ერთიან მიდგომას, ფინანსური ვალდებულებების გაზრდას, უწყვეტ მონიტორინგს და შედეგებზე ორიენტირებულ სწავლა- სწავლებას, ისევე როგორც ტექნოლოგიების გამოყენებას. 7 თავი 1: ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში 8 - ჯანდაცვა ინვესტირება ადამიანებში, ხარისხიანი ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვისა - განათლება და დასაქმების გზით ავითარებს ადამიანურ კაპიტალს. ეს არის უკიდურესი სიღარიბის - სოციალური დაცვა დაძლევის და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების მთავარი გარანტი.2 - დასაქმება ადამიანური კაპიტალი ტრანსფორმირდება იმის მიხედვით, თუ როგორ აღიქვავს მთავრობა კეთილდღეობის საკითხს. მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივ და ფიზიკურ კაპიტალს ტრადიციულად უფრო მეტი წონა აქვს მინიჭებული კეთილდღეობის განსაზღვრებაში. „ერების ცვალებადი კეთილდღეობა“ განმარტავს, რომ ადამიანური კაპიტალი წარმოადგენს ლომის წილს ქვეყნების კეთილდღეობის მაჩვენებელში. კვლევები აჩვენებს, რომ ის შეადგენს გლობალური კეთილდღეობის 64 პროცენტს და 70-საც კი მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. თუმცა, ეს მაჩვენებელი შეადგენს 41 პროცენტს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში (გრაფიკი 1).3 შესაბამისად, ცხადია, რომ ეკონომიკის ზრდისა და სიღარიბის აღმოფხვრისათვის, ის გაცილებით უფრო ძლიერი მასტიმულირებელია ვიდრე ის აქამდე იყო გაგებული. გრაფიკი 1: ადამიანური კაპიტალი და 6.5 ეკონომიკური ზრდა ადამიანური კაპიტალი (ლოგარითმში) 6.0 5.5 გრაფიკი 1: ადამიანური 5.0 კაპიტალი და ეკონომიკური ზრდა 4.5 4.0 3.5 3.0 2.5 2.0 2.0 2,5 3,0 3,5 4,0 4,5 5,0 5,5 მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (ლოგარითმში) ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებას მაღალი ეკონომიკური ამონაგები აქვს ინდივიდებისათვის. განსაკუთრებით, ადრეული ბავშვობის პერიოდში (გრაფიკი 2). ბავშვისთვის ადექვატური ჯანდაცვისა და კვების უზრუნველყოფა განაპირობებს კოგნიტური უნარების განვითარებას, რაც წარმოადგენს პრერეკვიზიტს კარგი განათლებისთვის.4 ჯანმრთელი ბავშვი ივითარებს იმ მნიშვნელოვან საბაზო უნარ- ჩვევებს სკოლაში სიარულით და მომზადებით, რაც უზრუნველყოფს მის დასაქმებისთვის მზაობას მოზრდილ ასაკში. მოწყლადი ჯგუფებისათვის სოციალური დაცვა ხელმისაწვდომს ხდის ჯანდაცვისა და განათლების სერვისებს, რაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ადამიანური კაპიტალის ფორმირებისას უთანასწორობის შემცირების საკითხში. შესაბამისად, ზრდასრული სამუშაო ძალის პროდუქტიულობა, წარმოადგენს ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებელს, რომელიც განხორციელდა ადრეული ბავშვობისა და მოზრდილობის ასაკში. ასევე, ადამიანურ კაპიტალში უწყვეტი ინვესტირება მოზრდილ ასაკში, ინარჩუნებს მანამდე განხორციელებული ინვესტირების ეფექტიანობას გრძელვადიან პერიოდში. გრაფიკი 2: ადრეული ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში - მეტი ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების ამონაგები უკუგების მაჩვენებელი წყარო: ჯეიმს ჰეკმანი, ნობელის ლაურიატი ეკონომიკაში ასაკი 9 შინამეურნეობებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადამიანური კაპიტალის ფორმირებაში, მაშინ როდესაც ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს ჯანმრთელობისა და განათლების სერვისებზე ხარჯების გაწევის შესახებ.5 ის ოდენობა, რასაც ოჯახი ხარჯავს დამოკიდებულია მათ შემოსავალსა და მოლოდინებზე უკუგების ოდენობის შესახებ. ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში ინვესტირების ხარჯმა შეიძლება გადააჭარბოს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების შესაძლებლობას, მეტიც, ოჯახებმა შესაძლოა მცდარი მოლოდინები შეიქმნან ადამიანური კაპიტალის ფორმირებისას უკუგების შესახებ. ასე, რომ სიღარიბე და მწირი ინფორმაცია შესაძლოა გახდეს ოჯახების მიერ ჯანდაცვასა და განათლების სისტემებში ინვესტიციების შემცირების მიზეზი. მიუხედავად მიზეზისა, არასაკმირისი ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში ხელს უწყობს დაბალ პროდუქტიული ადამიანური კაპიტალის აკუმულირებას და სიღარიბეს თაობებში.6 მაშინ, როცა ოჯახების ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში ოპტიმალურ ზღვარზე ქვევითაა, უკვე ცხადი ხდება სახელმწიფოს ინტერვენციის რაციონალურობა, რაც განპირობებულია პროდუქტიული სამუშაო ძალის და პოზიტიური გავლენების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბების სურვილით. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა ჯანდაცვის, განათლების და სოციალური დაცვის სისტემებში დამოკიდებულია მის ფისკალურ შესაძლებლობებზე. ის თავისთავად გამომდინარეობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდით, ან მთლიანი შიდა პროდუქტით, სახელმწიფო ხარჯების წილით მთლიან შიდა პროდუქტში და იმ სახელმწიფო ხარჯების პროცენტით, რომელიც გამოყოფილია ადამიანური კაპიტალისთვის. ეს ინვესტიციები აფინანსებს ინიციატივებს ჯანდაცვის, განათლების და სოციალური დაცვის სექტორებში, ხოლო მათი მაღალი ხარისხი ქმნის ადამიანურ კაპიტალს. მაშინ, როცა ინვესტირება ფიზიკურ კაპიტალში, როგორიცაა გზები, ხიდები და ა.შ. აქვს მყისიერი ეფექტი, ინვესტიციებს ჯანდაცვასა და განათლებაში არ მოჰყვება გაზრდილი ეკონომიკური პროდუქტიულობა მანამ, სანამ მაღალკვალიფიციური და ჯანმრთელი ბენეფიციარი არ შეუერთდება სამუშაო ძალას და დასაქმების ადგილები არ გაჩნდება მაღალპროდუქტიულ სექტორებში. შესაბამისად, ჯანმრთელი, განათლებული და კვალიფიციური სამუშაო ძალის გარეშე, ქვეყნები დღევანდელ გლობალურ ბაზრებზე კონკურენციას ვერ გაუწევენ და ვერც ტექნოლოგიურად განპირობებულ ხვალინდელ მსოფლიოში ვერ იპოვიან თავიანთ ადგილს. შედეგად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, ფორმირებასა და აქტივაციაში ინვესტირების შესახებ უმნიშვნელოვანესია მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ადამიანური კაპიტალის ფორმირების აღნიშნული ჩარჩო - სახელმწიფო ინვესტიციებით, შინა მეურნეობის ხარჯებით და ადამიანურ კაპიტალში ინტერვენციების ხარისხით მოცემულია მესამე გრაფიკში. 10 გრაფიკი 3: ადამიანური კაპიტალის ფორმირების და აქტივაციის განმსაზღვრელები ოჯახის ეკონომიკური შემოსავალი ზრდა ინტერვენციები ადამიანურ კაპიტალში ხარჯები ინვესტიციები საჯარო ხარჯები მოსალოდნელი ადამიანურ ამონაგები კაპიტალში ხარისხი პოლიტიკური ჩართულობა ადამიანური კ აპიტალის ფორმირება დასაქმების ადამიანური კაპიტალის აქტივაცია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას დაბალკვალიფიციურ სამუშაო ძალას ასახელებს7. საქართველოში, ადამიანური კაპიტალის მდგომარეობა საკმაოდ შემაშფოთებელია და აფერხებს ქვეყნის პოტენციურ განვითარებას. ამ მდგომარეობის გაცნობიერების შემდეგ, მთავრობამ დაასახელა ეროვნული პრიორიტეტები ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით. აღნიშნული ანგარიშის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ქვეყანაში არსებული ადამიანური კაპიტალის ფორმირების არსებული სიტუაციის შესწავლაში და განსაზღვროს ის ფაქტორები, საზოგადოებრივ და შინამეურნეობის დონეზე, რაც განაპორობებს ზემოთ ნახსენებ შედეგებს. ჩვენ ვაჯამებთ რეკომენდაციით, რომელიც გულისხმობს ინვესტირებას ჯანდაცვის განათლების, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში, რათა განვითარდეს განათლებული, კვალიფიციური და ჯანმრთელი მომავალი თაობა და სამუშაო ძალა ინკლუზიური და ძლიერი ეკონომიკის უზრუნველსაყოფად. 11 თავი 2: ადამიანური კაპიტალის ფორმირება საქართველოში 12 წარმოიდგინეთ საქართველოში დაბადებული ბავშვის ჯანმრთელობისა და განათლების ტრაექტორია დაბადებიდან ზრდასრულობამდე. გაითვალისწინეთ ის რისკი, რომ ბავშვმა შესაძლოა ვერ მიაღწიოს ხუთ წლამდე. თუმცა თუ ის მიაღწევს სკოლის ასაკს, მაინც არსებობს იმის რისკი, რომ მან შეიძლება ვერ დაიწყოს სკოლაში სიარული ან მთლიანად ვერ დაასრულოს სწავლის 14 წლიანი ციკლი , რაც წარმოადგენს ნორმას მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებში. თუკი ადამიანს ბავშვობაში აკლია კვება, დიდი შანსია, რომ მისმა ტვინმა ვერ მიაღწიოს განვითარების იმ სტადიას, რომელიც აუცილებელია წარმატებული სწავლისა და კრეატიულობისთვის. ადამიანის ცოდნა და უნარები, რომლითაც მას თავისი წვლილი შეაქვს შრომის ბაზარზე, დამოკიდებულია განათლების ხარისხზე. როცა ადამიანი მიაღწევს 18 წელს, შესაძლებელია, რომ თავი იჩინოს ჯანმრთელობის პრობლემებმა, რომლებიც ხელს შეუშლის მისი ფიზიკური და კოგნიტური უნარების რეალიზებას ზრდასრულობაში (ეს თავის მხრივ უკავშირდება საკმარისი კვების არარსებობას ბავშვობისა და ჩამოყალიბების პერიოდში). მეცნიერებმა შეიმუშავეს ადამიანური კაპიტალის ინდექსი (HCI), რომელიც ითვლის ჯანმრთელობისა და განათლების ტრაექტორიას თითოეულ ქვეყანაში და, შეგროვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აკეთებს გათვლებს მომავალში ადამიანური კაპიტალის პროდუქტიულობის ასპექტზე.8 ადამიანური კაპიტალის 1. პროექტი HCI: ადმიანური კაპიტალის ინდექსი, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ გაზომოს ის სავარაუდო ადამიანური კაპიტალი, რომელსაც დღეს დაბადებული ბავშვი 18 წლის ინდეტიფიცირებული იქნა რა, ასაკში მიაღწევს. ეს ყველაფერი ემსახურება ინვესტიციის ჩადებას მომავალი თაობის გლობალურ დონეზე სასწრაფო ადამიანურ რესურსში. საჭიროება ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების, 2. მსოფლიო ბანკმა 2018 წელს გაზომვა და კვლევა: ადამიანური კვლევის პარამეტრების გაუმჯობესება და შედეგების წამოიწყო „ადამიანური ანალიზი ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების ფორმირების ხელშეწყობისათვის. კაპიტალის პროექტი“. პროექტს გააჩნია სამი მთავარი 3. კომპონენტი: ქვეყნის ჩართულობა: ადრეული მიმღებების დახმარება და, საბოლოოდ, ყველა ქვეყნის მიერ ეროვნული სტრატეგიების შექმნა, რომელიც დააჩქარებს პროგრესს ადამიანური კაპიტალის ფორმირების მიმართულებით. ადამიანური კაპიტალის ინდექსი ზომავს ადამიანური კაპიტალის წონას, რომლის მიღწევაც შეეძლება დღეს დაბადებულ ბავშვს, მაშინ როცა ის დაამთავრებს ზოგად განათლებას; წონა გამოითვლება ასევე იმ ჯანმრთელობის რისკების გათვალისწინებით, რაც არსებობს ქვეყანაში მისი დაბადებისას.9 ინდექსი არის სამუშაო ძალის შემდეგი თაობის პროდუქტიულობის ცვლადი, რომელიც შეფარდებულია მათ სრულ პოტენციალთან და მოიცავს სამ კომპონტენტს: ცხოვრება, განათლება და ჯანმრთელობა.10 ადამიანური კაპიტალის ინდექსის წონა ვარირებს 0 დან 1-მდე, სადაც 1 ნიშნავს დღეს დაბადებული ბავშვის 100 პროცენტიან პროდუქტიულობას მომავალში, სადაც მისთვის უზრუნველყოფილი იქნება სრულყოფილი ჯანმრთელობისა და განათლების სერვისები. გადარჩენა კომპონენტი 1 (გადარჩენა) პასუხობს კითხვას: “დღეს დაბადებული ბავშვი მიაღწევს სკოლის ასაკამდე?” ეს კომპონენტი ასახავს იმ არასახარბიელო რეალობას, სადაც ყველა ბავშვი ვერ აღწევს იმ ასაკამდე, როცა იწყება ადამიანური კაპიტალის აკუმულირების პროცესი ფორმალური განათლების წიაღში. ადამიანური კაპიტალის ინდექსში იზომება 5-წლამდე სიკვდილიანობის მაჩვენებელიც, რომელიც აღებულია გაეროს ბავშვთა სიკვდიალიანობის სტატისტიკიდან. სწავლება კომპონენტი 2 (სწავლება), პასუხობს კითხვას: “რამდენ კლასს დაასრულებს ბავშვი და რას ისწავლის?“. აღნიშნული დოკუმენტი ზომავს წლების მიხედვით გადანაწილებულ მოსალოდნელ სასწავლო შედეგებს განათლების შესახებ ინფორმაციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შერწყმით. სწავლის ხანგრძლივობა იზომება საბაზო და საშუალო განათლებაზე გამოყოფილი წლების მიხედვით, რომელიც დადგენილია დღეს არსებული განათლების სისტემის მიერ და განსაზღვრავს განათლების საფეხურების დასრულების მაჩვენებელს. განათლების ხარისხი დამოკიდებულია სტუდენტის მიღწევებზე, სტუდენტების საერთაშორისო შეფასების პროგრამებში. 13 ჯანმრთელობა კომპონენტი 3 (ჯანმრთელობა) პასუხობს კითხვას: “დასრულების შემდეგ იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და მისცემს თუ არა მათ საშუალებას იცხოვრონ სრულყოფილი ცხოვრებით ზრდასრულ ასაკში?” ჯანმრთელობა იზომება 2 ცვლადით. ზრდასრულთა გადარჩენის მაჩვენებელი ზომავს იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც გადარჩნენ 15 დან 60 წლამდე. ასევე ასახავს იმ ფატალურ და არაფატალური ჯანმრთელობის შედეგებს, რომელსაც მიიღებს დღეს დაბადებული ბავშვი ზრდასრულ ასაკში იმ შემთხვევაში, თუკი მოცემული პირობები შენარჩუნდება მომავალშიც. განვითარების შეფერხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში განპირობებულია პრენატალური, ახალშობილი და ადრეული ბავშვობის წლების დროს არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობით და აჯამებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ იმ რისკებს, რისი გავლენის ქვეშაც მოექცევიან დღეს დაბადებული ბავშვები ადრეულ წლებში და რაც მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მოზრდილ ასაკში. რას გვეუბნება ადამიანური კაპიტალის ინდექსი საქართველოში ადამიანური კაპიტალის ფორმირების შესახებ? პირველ ცხრილში, ჩვენ ავღწერთ საქართველოს მიღწევებს ადამიანური კაპიტალის ინდექსისა და მასში შემავალი კომპონენტების შესახებ. ნათელია, რომ ზოგადად ადამიანური კაპიტალის ფორმირებაში არსებობს ბევრი ხარვეზი. დღეს დაბადებული ბავშვი საქართველოში, 61 პროცენტით პროდუქტიული იქნება, მაშინ, როცა ის გაიზრდება, იმ შემთხვევაში თუკი ის მიიღებს ჯანმრთელობისა და განათლების სრულყოფილ სერვისებს. აღნიშნული პრობლემები უმეტესწილად განპირობებულია სწავლის შედეგების მიღწევის დაბალი მაჩვენებლით. ბავშვები სრულ, 14 წლიანი ციკლიდან ასრულებენ მხოლოდ 12.5-ს და ჰარმონიზებულ ტესტის (მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასებები) შედეგებში, მათი საშუალო სწავლის შედეგის მაჩვენებელია 425 ქულა, მაშინ როცა, ზღვრული ოდენობა კარგი შედეგებისა არის 625. ჯანმრთელობის საკითხი ბავშვებში შედარებით დამაკმაყოფილებელია, 100%-იანი ალბათობით იმისა, რომ ისინი გადარჩებიან 5 წლამდე და 11 პროცენტი ალბათობა ზრდის შეჩერებისა. ბავშვობის შემდგომ, 85 პროცენტი 15 და მეტი წლის ასაკისა ცხოვრობს 60 წლის ასაკამდე. ცხრილი 1: ადამიანური კაპიტალის ფორმირება საქართველოში ადამიანური კაპიტალის ინდექსი. საქართველოში დაბადებული ბავშვი, დღეს, იქნება 61 პროცენტით პროდუქტიული მაშინ, როცა ის გაიზრდება, იმ პირობებში, როცა მიიღებს .2 .4 .6 .8 1 სრულფასოვან ჯანმრთელობისა და განათლების სერვისებს გადარჩენის ალბათობა ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში. 100- .85 .9 .95 1 დან 99 ბავშვი აღწევს 5 წლის ასაკს. განათლების სავარაუდო ხანგრძლივობა. საქართველოში, ბავშვი, რომელიც განათლებას იწყებს 4 წლიდან დაასრულებს 4 6 8 10 12 14 12.5 სასწავლო წელს 18 წლის ასაკში. ჰარმონიზებული ტესტის შედეგები. საქართველოში სტუდენტთა საშუალო ქულაა 445, ეს იმ შკალაზე, სადაც 625 300 400 500 625 წარმოადგენს კარგ შედეგს, 300 კი მინიმალურ ზღვარს. განათლება - მოდიფიცირებული ხანგრძლივობა. მასალას, რომელსაც მოსწავლეები სწავლობენ, განაწილებადია 8.9 2 4 6 8 10 12 14 აკადემიურ წელზე. მოზრდილთა გადარჩენის მაჩვენებელი. საქართველოში, 85 პროცენტი 15 წელს გადაცილებული მოსახლეობისა მიაღწევს 60 წელს. ეს არის ჯანმრთელობის გავლენის ცვლადი იმ .5 .6 .7 .8 .9 1 დაშვებით, რომ დღეს დაბადებული ბავშვი ზრდასრულ ასაკში აღმოჩნდება იგივე პირობებში. 5 წლამდე ასაკის შეუფერხებელი ზრდის სეგმენტი. 100 ბავშვიდან, 89 არ განიცდის ზრდის შეფერხებას. 100- დან 11 .4 .6 .8 1 ბავშვი განიცდის ზრდის შეფერხებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცხოვრებისული კოგნიტური ჩამორჩენა. წყარო: მსოფლიო ბანკი შენიშვნა: დიდი წრე აღნიშნავს საქართველოს, ხოლო მცირე წრეები აღნიშნავენ სხვა ქვეყნებს. სქელი, ვერტიკალური ხაზები და ფერადი წრეები ასახავს მეოთხედ განაწილებას. 14 ზემოთ აღწერილი პრობლემები საქართველოში ადამიანური კაპიტალის ფორმირების პროცესში პირდაპირ უარყოფით ზეგავლენას ახდენს მომავალ პროდუქტიულობაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შეიძლება იყოს 1.64-ჯერ მაღალი, თუკი უზრუნველყოფილი იქნება სრულყოფილი ჯანდაცვისა და განათლების სისტემები. 2017 წლის ადამიანური კაპიტალის ინდექსი ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ამჟამინდელი მოსალოდნელი დეფიციტი მომავალ პროდუქტიულობაში უფრო მაღალი იქნება საქართველოში მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. ქართველი გოგონები უფრო მეტ წელს ატარებენ განათლების სისტემაში, აქვთ უკეთესი შედეგები ჰარმონიზებულ ტესტებში და მოზრდილი ასაკის სიკვდილიანობაც უფრო დაბალია. ბავშვთა გადარჩენის მაჩვენებელი თანაბრად მაღალია გოგონებსა და ბიჭებში და წარმოადგენს 99 პროცენტს 5 წლისა ასაკამდე. 2012 წლიდან 2017 წლამდე, ჰარმონიზებული ტესტების შედეგები ბიჭებში შემცირდა 22 ქულით, ხოლო გოგონებში 16 ქულით. ადამიანური კაპიტალის ინდექსის სხვა ინდიკატორები არ შეცვლილა (ცხრილი 2) 2012 2017 ცხრილი 2: კომპონენტი საქართველოს ადამიანური მამაკაცი ქალი ჯამი მამაკაცი ქალი ჯამი კაპიტალის ინდექსი ადამიანური კაპიტალის ინდექსის კომპონენტი გენდერისა და წლების 1: გადარჩენა მიხედვით 5 წლის ასაკამდე გადარჩენის ალბათობა 0.98 0.99 0.99 0.99 0.99 0.99 ადამიანური კაპიტალის ინდექსის კომპონენტი 2: წყარო: მსოფლიო ბანკი სკოლა საშუალო განათლების სავარაუდო ხანგრძლივობა 12.1 12.1 12.1 12.3 12.7 12.5 (წლებში) ჰარმონიზებული ტესტის შედეგები 457 471 463 435 455 445 ადამიანური კაპიტალის ინდექსის კომპონენტი 3: ჯანმრთელობა გადარჩენის კოეფიციენტი 15-დან 60 წლამდე 0.77 0.92 0.84 0.78 0.92 0.85 ზრდის შეუფერხებელი 5 წლამდე ასაკის 0.89 0.89 სეგმენტი ადამიანური განვითარების იდნექსი 0.56 0.63 0.61 0.55 0.64 0.61 ადამიანური კაპიტალის ფორმირება ქართველ ბავშვებში გაცილებით დაბალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში ამავე რეგიონში. 2017 წელს, საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსი - 0.61 იმაზე დაბალი იყო, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის, გარდამავალი ქვეყნების საშუალო (0,71) და ევროპასა და ცენტრალურ აზიის ქვეყნების (0.7) საშუალო. საქართველოში ადამიანური კაპიტალის ინდექსის შედარებით დაბალი მაჩვენებელი, განპირობებულია განათლების არასახარბიელო მიღწევებით, როგორც ნაჩვენები იყო ზევით შედარებაში, განათლების წლებისა და ჰარმონიზებული ტესტის შედეგების საშუალო მაჩვენებლებში ყოფილ საბჭოთა კავშირს, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში(ცხრილი 4). თუმცა, საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსი უფრო მაღალია, ვიდრე ის შეიძლება პროგნოზირებული ყოფილიყო მსგავსი შემოსავლის მქონე ქვეყნების დონის მიხედვით. 15 ცხრილი 4: საქართველოს ადამიანური 0.97 კაპიტალის ინდექსის მსოფლიო 0.63 0.92 კომპონენტების შედარება სხვა ქვეყნებთან 0.98 UMI 0.63 წყარო: მსოფლიო ბანკი 0.93 შენიშვნა: ECA – ევროპა და ცენტრალური აზია; FSU – ყოფილი საბჭოთა კავშირი; UMI – საშუალო კლასის შემოსავალი. 0.99 საქართველო 0.66 0.93 ყოფილი საბჭოთა 0.99 0.71 კავშირის ქვეყნები 0.91 აღმოსავლეთ და 0.99 ცენტრალური აზია 0.75 0.94 0.1 0.3 0.5 0.7 0.9 Contribution to HCI გადარჩენის მაჩვენებელი განათლება ჯანმრთელობა ადამიანური კაპიტალის ინდექსი არის საინტერესო ინსტრუმენტი ადამინური კაპიტალის განვითარების და პროდუქტიულობის გასაზომად, თუმცა ის არ აღწერს სრულ სურათს. ჯანმრთელობის გრაფაში, მოზარდთა მაღალი გადარჩენის კოეფიციენტი საქართველოში არ მოიაზრებს იმ არაფატალურ ჯანმრთელობის რისკებს, რომლების წინაშეც შეიძლება დადგნენ ქართველი ბავშვები, მაშინ როცა ისინი გაიზრდებიან. ამ რისკებმა შეიძლება მიგვიყვანოს დაუსწრებლობამდე, პრეზენტიიზმამდე (მუშაობა ავადმყოფობის დროს) და შეზღუდულ შესაძლებლობამდე, რომლებიც ახდენენ უარყოფით ზეგავლენას პროდუქტიულობაზე. როცა შეზღუდული შესაძლებლობის პირობებში ცხოვრების წლები ( სიკვდილისა და შეზღუდული შესაძლებლობების შეწონილი კომბინაცია) არის გათვალისწინებული, ქრონიკული დაავადებების ალბათობა კიდევ უფრო იზრდება საქართველოში და გულის დაავადებების და ინსულტის შემთხვევები გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე მსგავსი სოციალური და დემოგრაფიული მაჩვენებლების ქვეყნებში.11 ადამიანური კაპიტალის ინდექსი არ ითვალისწინებს უმაღლეს განათლებას. მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა სკოლის შემდგომი განათლებით, არის წინაპირობა ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდისთვის. ბოლოდროინდელი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ, გლობალურად, განათლების პროდუქტიულობა უფრო მაღალია უმაღლესი განათლების შემთხვევაში, ვიდრე საბაზო და ზოგადი განათლების შემთხვევაში.12 ადამიანური კაპიტალის ინდექსი პერიოდულად განახლდება და ასახავს ქვეყნების მიერ მიღწულ პროგრესს და მისი კომპონენტები მიესადაგება სხვადასხვა ქვეყნის კონტექსტს. საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსი მიუთითებს, რომ ბავშვები შესაძლოა მოექცნენ ისეთი რისკების ქვეშ, რომელიც უარყოფით გავლენას მოახდენს მათ პროდუქტიულობაზე მოზრდილ ასაკში. რისკები განსაკუთრებით მაღალია განათლების მიღების ასევე ჰარმონიზებული ტესტების შედეგების და არაფატალური ჯანმრთელობის რისკების პრევენციის კონტექსტში. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ჩაერთო მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის პროექტში. ის იღებს ვალდებულებას განახორციელოს ინვესტიცია ადამიანური კაპიტალის განვითარებაში და უზრუნველყოს ინკლუზიური ზრდა. მესამე თავში ჩვენ განვიხილავთ ადამიანური კაპიტალის ფორმირების განმსაზღვრელ ფაქტორებს საქართველოში იმისათვის, რომ ცხადი იყოს ეროვნული პრიორიტეტები საქართველოს ახალგაზრდების პროდუქტიულობის გაზრდისთვის მომავალში. 16 შეხვდით ჯაყელების ოჯახს გამოგონილი ოჯახი საქართველოში, რომლებსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, ვინაიდან ისინი ჯანმრთელობის რისკის და არასრულყოფილი განათლების მიღების რისკის ქვეშ არიან, ვინაიდან ისინი იღებენ ოჯახურ გადაწყვეტილებებს მათივე ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების შესახებ და იღებენ სარგებელს სახელმწიფო ინტერვენციებისგან, რომელიც მიმართულია ადამიანური კაპიტალის განვითარების ხარვეზების აღმოფხვრისკენ. ჯაყელები ცხოვრობენ კობაძეში - თბილისსა და წინანდალს შორის არსებული პატარა ქალაქი. ოჯახი წარმოადგენს ცოლს, ქმარს და მათ ორ პატარა ბავშვს. ლევანი 30 წლის მამაკაცია, რომელმაც დაამთავრა ზოგადი განათლება და არის ძირითადად უმუშევარი, გარდა პერიოდული ახურებისა. ლევანს აქვს კარდიოვასკულარული დაავადების ნიშნები. ნინო 28 წლის ქალია. მან დაასრულა პროფესიული განათლება და მუშაობს, როგორც დაწყებითი განათლების მასწავლებლი ნინო ასევე დაკავებულია სახლის საქმეებით, უვლის მისი და ლევანის 2 შვილს: ქეთის და დათოს. ქეთი 5 წლის გოგოა, რომელიც მზადაა სკოლისთვის. იგი სკოლამდელი განათლების პირველ საფეხურზეა. დათო ჯაყელების ოჯახის ახალი წევრია, ის 6 თვის ბიჭია. 17 თავი 3: ადამიანური კაპიტალის განვითარების სტიმულები 18 საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარების სტიმულების გაანალიზების მიზნით მოვამზადეთ ჩარჩო, რომელიც მოცემულია პირველ თავში. ის ასახავს პოლიტიკურ ვალდებულებებს, ფისკალურ ფაქტორებს, საოჯახო ხარჯებსა და სახელმწიფო პროგრამებს. ეს ის კომპონენტებია, რაც გავლენას ახდენს ბავშვისა და ახალგაზრდის განათლებაზე, ჯანდაცვაზე და უნარ-ჩვევებზე ხელმისაწვდომობაზე საქართველოში. პოლიტიკური საქართველო ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და მდებარეობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში შავი ზღვის პირას (დასავლეთით), თურქეთის, აზერბაიჯანის, კონტექსტი სომხეთისა და რუსეთის მოსაზღვრედ.13 ქვეყანა 69,700 კვადარტული კილომეტრია და მისი მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონს შეადგენს. საქართველო ადმინისტრაციულად დაყოფილია 1 ქალაქად (თბილისი - დედაქალაქი) და 2 ავტონომიურ რესპუბლიკად. საქართველო სტაბილურად მუშაობდა მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ 1991 წლიდან და მისი ისტორია უკავშირდება პროგრესსა და წარმატებას. საქართველო მუდმივად პოლიტიკური და ეკონომიკური რყევების წინაშეა, ასევე მასზე გავლენას ახდენს ტერიტორიული კონფლიქტები, რომლის შედეგადაც ქვეყანამ მიიღო დიდი რაოდენობით დევნილი მოქალაქე, მთავრობამ განახორციელა ყოვლისმომცველი ეკონომიკური და მმართველობითი რეფორმები. წარსულში, საქართველო განსაკუთრებით იყო დამოკიდებული ეკონომიკური განვითარების ტრადიციულ მეთოდებზე, რომლის ფოკუსიც იყო ფიზიკური და ბუნებრივი კაპიტალის განვითარება ინფრასტრუქტურისა და ჰიდროენერგიის ჩათვლით. თუმცა, მთავრობის ახალი სტრატეგია, საქართველო 2020: თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა ადამიანური კაპიტალის განვითარებას პრიორიტეტების ცენტრში აყენებს. მისი მიზანია საბაზრო ეკონომიკის განვითარების გაგრძელება, ყველა მოქალაქისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ქვეყნის რეგიონული პოზიციის გამყარება, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა. აღნიშნულ პლატფორმას აქვს 4 მიზანი, რომლის სახელია „ოთხპუნქტიანი გეგმა“ , ესენია: ეკონომიკური რეფორმა, განათლების რეფორმა, სივრცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურა და საჯარო მმართველობა.14 ეკონომიკური ზრდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მიაღწია 4.8 პროცენტ წლიურ ზრდას 2018 წელს. ეს მაჩვენებელი და ფისკალური მიღწეული იქნა მიუხედავად არაერთი შოკისა, მათ შორის გლობალური ფინანსური გარემო კრიზისისა 2007-08 წლებში, რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტისა 2008 წელს და სასურსათო ფასების შემცირებამ 2014 წელს, რომელმაც გავლენა მოახდინა ძირითად სავაჭრო პარტნიორებზე. მთავრობის ყოვლისმომცველმა რეფორმებმა ეკონომიკური მართვისა და მმართველობის სფეროებში საქართველოს მოუტანა „ვარსკლვავ რეფორმატორის“ რეპუტაცია. კერძო სექტორის განვითარებისათვის მთავრობამ დაამტკიცა ახალი რეგულაციები, რომელმაც გააადვილა ბიზნესის წარმოება და ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგი მმართველობისა და საინვესტიციო კლიმატის შესახებ მნიშვნელოვნად გაზარდა. მიუხედავად ბოლოდროინდელი ეკონომიკური ზრდისა, საქართველოს ფისკალური გარემო მაინც ლიმიტირებულია. ამის მიზეზია ფისკალური ხარჯების კეთილგონიერი განკარგვა და დაბალანსებული ფისკალური პოლიტიკა. პროდუქტიულობაზე დაყრდნობილმა შეზღუდვებმა ასევე ხელი შეუწყო ლიმიტირებულ ფისკალურ გარემოს. ეს მოიცავს არასაკმარის ტრანსპორტს, ინფორმაციას და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. საჯარო მმართველობის შესაძლებლობების ხარვეზებს, ლიმიტირებულ ხელმისაწვდომობას კრედიტებზე, საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებას, კაპიტალური ხარჯების გავლენას და, ყველაზე მეტად, უნარების დეფიციტს. საქართველოს პროდუქტიულობის სიმცირე არის პირდაპირი მიზეზი მისი დაბალი გლობალური კონკურენტუნარიანობისა. საქართველოს აქვს პოტენციალი გააორმაგოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2030 წლისთვის, თუკი ის შეინარჩუნებს საშუალო წლიურ ზრდას 5 პროცენტით.5 ეს შექმნის სოლიდურ საშუალო კლასის საზოგადოებას საქართველოში. ერთი რეალური გზა ამ ზრდისაკენ არის გაზრდილი ტოტალური პროდუქტიულობის ფაქტორი, რაც 19 წარმოადგენს პროდუქტიულობის საზომს და ის ასახავს თუ რამდენად ეფექტურად იქნა გამოყენებული რესურსები შექმნის პროცესში. გაზრდილი ტოტალური პროდუქტიულობის ფაქტორს შეუძლია ეკონომიკური ზრდის სტიმულირება მიუხედავად არსებული და პროგნოზირებული დემოგრაფიული ტენდენციის შემცირებისა. თუ ტოტალური პროდუქტიულობის ფაქტორი გაიზრდება 1-დან 2 პროცენტამდე, ის საშუალებას მისცემს საქართელოს გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2030 წლისთვის. ვინაიდან ტოტალური პროდუქტიულობის ფოკუსი მიმართულია პროდუქტიულობის ეფექტიანობაზე, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება მოითხოვს ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების ზრდას. მთავრობამ 2 პროცენტიდან, 3.9 პროცენტამდე გაზარდა განათლებაზე გამოყოფილი ხარჯების ოდენობა დაახლოებით 2012- დან 2017 წლამდე. იმავე წლებში, ჯანდაცვის სისტემაზე დახარჯული ხარჯების წილი მთლიანი შიდა პროდუქტიდან ასევე გაიზარდა 1 პროცენტით და გადაცდა საქართველოს შემოსავლის მქონე სხვა მსგავსი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. საქართველოს სოციალური დაცვის პროგრამა სიღარიბის დაძლევის საუკეთესო ინსტრუმენტია მიუხედავად მთავრობის ფისკალური შესაძლებლობის შემცირებისა. ინვესტიციებმა სოციალურ დაცვის სისტემაში შესაძლებელი გახადა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, კვალიფიკაციის ამაღლება და დასაქმება, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს ეკონომიკის განვითარებას და ერთგვარ მომგებიან სიტუაციას საქართველოსთვის. მიუხედავად ამისა, საქართველო კვლავ ცდილობს მიაღწიოს ადამიანური კაპიტალის განვითარების უმაღლეს პოტენციალს. 1999 წლიდან, საქართველოს მოსახლეობა 1/4-ით შემცირდა და დღეს ერთ ნიშნულზე დგას მცირე შობადობის მაჩვენებლის გამო. შრომის ბაზარზე კვალიფიციური სამუშაო ძალის მიწოდების პრობლემები ასევე განპირობებულია ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებლით, რაც 30.9 პროცენტს შეადგენს საქართველოში, მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში 2019 წელს, ის 16.6 პროცენტს შეადგენდა. ასევე, მნიშვნელოვანია ხარისხი. როგორც დამსაქმებლები აღნიშნავენ, კურსდამთავრებულთა შორის კრიტიკული უნარების არქონა განსაკუთრებით პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებს შორის რიგ პრობლემებს ქმნის. მეტიც, მაღალი გაუთვალისწინებელი ხარჯები ადამიანებს უბიძგებს ჯანმრთელობის დაცვის სერვისის თავის არიდებისკენ. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს არაგადამდები დაავადებების ზრდას. ასევე, აღსანიშნავია სოციო- ეკონომიკური უთანასწორობა. შესაბამისად, საჭიროა ახალი მიმართულება იმისათვის, რომ ეკონომიკური და ადამიანური კაპიტალის განვითარება პარალელურ პროცესად წარიმართოს საქართველოს მოსახლეობისათვის. შინამეურნეობის მთავრობის სოციალური პოლიტიკითა და შრომის ბაზრის გაზრდილი შესაძლებლობებით მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო ქვეყნის ღარიბმა მოსახლეობამ. მიუხედავად შემოსავლები და იმისა, რომ უთანასწორობა კვლავ მაღალია რეგიონულ სტანდარტთან შედარებით, ხარჯები მაჩვენებელმა ბოლო წლების განმავლობაში დაიკლო შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით, რაც გამოიხატება 40 პროცენტის შემოსავლის განაწილებით. 2018 წელს უმუშევრობის მაჩვენებელმა 12.7 პროცენტი შეადგინა და შესაბამისად შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელიც (იზომება სიღარიბის ეროვნული მაჩვენებლით) 20.1 პროცენტამდე.16 უთანასწორობა შემცირდა თუმცა მაჩვენებელი კვლავ მაღალია. საერთო კეთილდღეობის მაჩვენებელი საქართველოში დადებითია, 2011 წლის 0.42 Gini კოეფიციენტი 2018 წელს 0.37 -მდე შემცირდა.17 თუმცა შინამეურნეობის ხარჯები დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის 40 პროცენტში მცირედით გაიზარდა, ვიდრე ყველა ქართველის საშუალო ხარჯი. 2018 წელს, სოფლად მცხოვრები ოჯახების შემოსავლების მხოლოდ 1 პროცენტი დაიხარჯა განათლებაზე და 16 პროცენტი ჯანდაცვის სერვისებზე, მაშინ როდესაც ურბანული მოსახლეობის შემოსავლის 4 პროცენტი იხარჯება განათლებაზე და 11 პროცენტი ჯანდაცვაზე.18 შედეგად, საქართველო ისევ რჩება ყველაზე უთანასწორო ქვეყნების სიაში ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.19 20 სახელმწიფო ინტერვენციები განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სექტორებში განათლება ინტერვენციები: მთავრობა ნერგავს მოსწავლეზე ორიენტირებულ კურიკულუმს შერჩეულ საპილოტე სკოლებში (ეგრეთწოდებული „ახალი სკოლის მოდელი“), ასევე აახლებს სკოლის მმართველობის სისტემას და ზრდის ავტონომიურობას. მისი პრიორიტეტია ასევე თანასწორობის უზრუნველყოფა განათლებაში უფასო ტრანსპორტის ორგანიზებით სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისათვის. ხელმისაწვდომია ასევე უფასო სახელმძღვანელოები საჯარო სკოლებში, უფასო პორტაბელური კომპიუტერები დაწყებით საფეხურზე და მიზნობრივი პროგრამები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. მთავრობის პრიორიტეტია ასევე სკოლამდელი განათლების საფეხურზე მოსწავლეთა ჩართულობის მაჩვენებლის ზრდა 95 პროცენტამდე 2023 წლისთვის. 2024 წელს, მთავრობა გეგმავს გააუმჯობესოს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების -ტესტების ქულების მაჩვენებელი და შეამციროს დაბალქულიანი მოსწავლეების წილი მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასებებში, PISA, PIRLS,და TIMSS -ის კვლევებში 10 პროცენტით. მეტიც, ამჟამინდელი პროექტი: ინოვაცია, ინკლუზია და განათლების ხარისხი (I2Q), რომელიც მთავრობამ მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით დაიწყო, მიზნად ისახავს სკოლამდელი განათლების საფეხურზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ხარისხისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას 2026 წლისთვის. მიღწევები: საქართველოს მოსახლეობას შედარებით ფართო ხელმისაწვდომობა აქვს განათლების სერვისებზე. საბაზო განათლებაში ჩართულობის მაჩვენებელი ახლოსაა გლობალურ მაჩვენებელთან, ხოლო ზოგად განათლებაში ჩართულობა კი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს აჭარბებს (გრაფიკი 5). უმაღლეს განათლებაში ჩართულობაც კი გაზრდილია ბოლო წლებში და 64 პროცენტს უტოლდება, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. ასევე 25-64 წლის მოსახლეობის 35 პროცენტი ფლობს უმაღლეს განათლებას. ეს მონაცემები შედარებითია მაღალი შემოსავლის მქონე ევროპული ქვეყნების მონაცემებთანაც კი. გენდერული თანასწორობა უზრუნველყოფილია განათლების ყველა საფეხურზე. გრაფიკი 5: საქართველოსა და შედარებით ქვეყნებში სტუდენტთა ჩარიცხვების მაჩვენებელი განათლების დონეების მიხედვით, 2018 წელი და შემდგომი პერიოდი 120 100 80 60 40 20 0 წყარო: მსოფლიო ბანკის განვითარების ინდიკატორები, შენიშვნა: უმაღლესი განათლების ნაწილი ასახავს მხოლოდ წმინდა ჩარიცხვებს 21 გამოწვევები: საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორია ის მზარდი დისბალანსი რაც სკოლაში შესწავლილ უნარებსა და შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნილ უნარებს შორის არსებობს. ზოგადად, საქართველოში სტუდენტების მიღწევები უფრო დაბალია ვიდრე მათი თანატოლების, სხვა მსგავსი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. უნარ-ჩვევების შესაბამისობის პრობლემა იწყება ადრეულ ასაკში მაშინ როდესაც მხოლოდ 70 პროცენტი 2-5 წლამდე ასაკის ბავშვისა და 80 პროცენტი 5 და 6 წლის ბავშვისა იღებს სკოლამდელ განათლებას. ევროპის ქვეყნებში სიტუაცია კონტრასტულია და 4 წლიდან სავალდებულო სასკოლო ასაკამდე ბავშვების 95 პროცენტი ჩართულია სკოლამდელ განათლებაში.20 მიუხედავად მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების კვლევებში, ბოლო ათწლეულების მანძილზე, გაუმჯობესებული მაჩვენებლისა, ქართველი მოსწავლეები მაინც 2.5 წლით ჩამორჩებიან ევროპისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ქვეყნების (OECD) საშუალო მაჩვენებელს, ისევე როგორც იმ ქვეყნებს რომლებიც მონაწილეობენ სტუდენტთა საერთაშორისო შეფასების პროგრამაში (PISA). მოსწავლეები საქართველოში, ვერ ივითარებენ საბაზო უნარებს წიგნიერებაში, მათემატიკასა და მეცნიერებებში, მეტიც ეს მონაცემები 2015 დან 2018 წლებში კიდევ უფრო გაუარესდა (გრაფიკი 6). გასათვალისწინებელია სხვადასხვა შემოსავლის მქონე სტუდენტების უთანაბრობის დონე. მაღალი შემოსავლის მქონე სტუდენტები 2 წლით გრაფიკი 6: უსწრებენ მათ თანატოლებს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან. შესაბამისად, სტუდენტთა მიღწევები ბევრი ქართველი მოსწავლე ვერ ახერხებს საბაზო კოგნიტური და სოციო-ემოციური კომპეტენციების უნარების განვითარებას, რაც აუცილებელი პირობაა კვალიფიციური სამუშაო ძალის მიხედვით, 2015-2018 ჩამოყალიბებისათვის. მოცემული სიტუაცია კიდევ უფრო დრამატულია მასწავლებლების პროფესიის დაბალი პრესტიჟისა და ანაზღაურების ფონზე, ასევე ხელისშემშლელია წყარო: მსოფლიო ბანკი PISA მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ლიმიტირებული შესაძლებლობები და მათი 2018 საქართველო, 2020 ასაკობრივი განაწილება. 1% 0% 2% 1% 1% 0% 35% 38% 36% 47% 41% 48% 64% 61% 64% 51% 57% 51% 2015 2018 2015 2018 2015 2018 კითხვა მათემატიკა მეცნიერება საბაზისოზე დაბალი კომპეტენციის დონე: საბაზისო - საშუალო კომპეტენცია: მაღალი კომპეტენცია: >= მეხუთე დონ < მეორე დონე >=მეორე დონე & < მეხუთე დონე *მეორე არის ის საბაზისო დონე, სადაც სტუდენტები იწყებენ იმ კომპეტენციების დემონსტრაციას, რომლებიც საჭიროა ეფექტური და პროდუქტიული ცხოვრების გაძღოლისთის, სტუდენტის, მომუშავის და მოქალაქის როლებში (OECD, 2017) ჯანმრთელობა ინტერვენციები: ფინანსური დაცვისა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, საქართველოს მთავრობამ, 2013 წლიდან დანერგა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მომზადებული ბენეფიტები ითვალისწინებს სრულყოფილ სერვისებს პენსიონერებისთვის, ბავშვებისთვის 0-დან 5 წლამდე და იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არიან.21 პირველადი გადაუდებელი დახმარება, ზოგიერთი დიაგნოსტიკური სერვისი, ურგენტული არაგეგმიური და გეგმიური შემოწმება (დაწესებული ზედა ლიმიტით), ზოგიერთი ქირურგიული ოპერაცია (10-30% თანადაფინანსებით), ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა და მეან-გინეკოლოგიური მოვლა ხელმისაწვდომია სიღარიბის ზღვარს ზემოთ და მაღალი შემოსავლის ქვემოთ მყოფი პირებისათვის. იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო სისტემა 22 და თბილისი მოსახლეობისათვის ელექტრონული რეცეპტების გამოწერის სისტემა, რომლის განზოგადება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახლო მომავალში არის დაგეგმილი. სახელმწიფო უწყებებმა ასევე დაგეგმეს სამთავრობო კამპანია ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ და გზებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის ცნობიერების ასამაღლებლად. მიღწევები: საქართველომ ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 1999 წლიდან 2018 წლამდე შეზღუდული განვითარების მქონე ბავშვთა მაჩვენებელი 16.1 პროცენტიდან 11.1 პროცენტამდე შემცირდა და 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 37.5-დან 10.8 გახდა ყოველ 1000 ინდივიდზე. იმუნიზაციის მაჩვენებელი კვლავ მაღალია და 90 პროცენტს აჭარბებს უმეტეს ვაქცინაციაზე. საქართველომ პროგრესი განიცადა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ფინანსური რისკების დაზღვევის კუთხით ბოლო ხუთი წლის მანძილზე. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემამ საქართველოს მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისათვის, ხელმისაწვდომი გახადა განსაზღვრული ჯანდაცვის პაკეტები და 2017 წლის მაისისთვის, მან მოიცვა მოსახლეობის 95%. შედეგად ჯანდაცვაზე გამოყოფილი გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც საკმაოდ მაღალი იყო და ზოგიერთი ოჯახის გაღარიბების საფუძველიც შეიძლება ყოფილიყო, 2012 წლის 73.4 პროცენტიდან შემცირდა 55.6 პროცენტამდე 2016 წელს.22 ასევე საუკეთესო ინტერვენციები განხორციელდა C ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით საქართველოს მასშტაბით. გამოწვევა: მიუხედავად ჯანდაცვაზე გაწეული გაზრდილი ხარჯებისა ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მაინც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო სისტემა ძირითადად გამოყენებულია ხარჯების ანაზღაურებისათვის და არ აგროვებს მონაცემებს ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებლების საქმიანობის შესახებ. ამასთან, ამჟამინდელი ჯანდაცვის სისტემა მიკერძოებულია ჰოსპიტალური/ გადაუდებელი დახმარების სერვისების მიმართ და ნაკლებად ფოკუსირებულია პირველად ჯანდაცვაზე. ჯანდაცვაზე დახარჯული გაუთვალისწინებელი ხარჯები მაღალია და შეადგენს 55.6 პროცენტს მთლიანი ჯანდაცვის ხარჯებისა და 36 პროცენტს მთლიანი ფარმაცევტული ხარჯებისა. ზოგიერთ შემთხვევაში, ოჯახის მიერ გაწეულმა გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა ფარმაცევტულ პროდუქციაზე, შესაძლოა გამოიწვიოს სიღარიბის მაჩვენებლის გაზრდა ან იმ მკურნალობის კურსის შეუსრულებლობა, რაც დანიშნული იყო პაციენტისთვის. აღნიშნულ გარემოებას, ინდივიდის კეთილდღეობაზე აქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ნეგატიური ეფექტები, ასევე ხშირად გაზრდილი ხარჯები ცხოვრების გვიან ეტაპზე მაშინ როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება. ჯანდაცვის სისტემაში არაეფექტიანობის შედეგად, საქართველო ვერ იღებს ჯანდაცვაზე დახარჯული თანხების სრულ ღირებულებას. მაგალითად, დაახლოებით 42 პროცენტი საქართველოს მოსახლეობისა დაავადებულია სულ მცირე ერთი ქრონიკული დაავადებით და მთლიანი გადარჩენის ალბათობა 15 წლიდან 60 წლამდე ასაკის მოსახლეობაში 2017 წელს მცირედით შემცირებულია. ქრონიკული დაავადებების ეფექტური მართვა მოითხოვს ძლიერ პირველად ჯანდაცვის სისტემას და კარგად გავრცელებულ ხელმისაწვდომობას ძირითად მედიკამენტებზე. ამასთანავე, სისტემური ჯანდაცვის ხარჯები გამოწვევად რჩება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი მთლიანი სოციალური ტრანსფერის მეოთხედია და ის შეადგენდა 75 პროცენტს მთლიანი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ხარჯებისა 2017 წელს, ბიუჯეტის წლიური გადაჭარბების ჩათვლით. ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა ბერდება და მცირდება, ის ხარჯები რომელიც საჭირო იქნება ასაკოვანი ადამიანების მომსახურებისთვის, კიდევ უფრო გაიზრდება. 23 სოციალური დაცვა ინტერვენციები: 2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ სოციალური დაცვის სერვისებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. პირველ რიგში აღსანიშნავია, და დასაქმება რომ მუდმივად ვითარდებოდა და უმჯობესდებოდა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა. ბოლო დროს, 2019 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა ასევე სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც გულისხმობს თითოეული დასაქმებულის სახელფასო ფონდიდან 2 პროცენტის კონტრიბუციას და დამატებით გადასახდელებს დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მხრიდან ფონდში, ჯამში 6 პროცენტის ოდენობით. მთავრობა გეგმავს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციარების დასაქმების აქტივაციის სერვისებთან დაკავშირებას, რათა უზრუნველყოს მათი თვითკმარობა და ადამიანური რესურსის პოტენციალის სრული გამოყენება. მიღწევები: საქართველოს სოციალური დახმარების პროგრამა ეფექტურია სიღარიბის შემცირების მიმართულებით და მან უზრუნველყო 2006 წლის 32.5 პროცენტის მაჩვენებლის შემცირება 17.1 პროცენტამდე 2016 წელს.23 2010 წლამდე სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენდა შემოსავლის უდიდეს ნაწილს ოჯახისათვის, თუმცა 2010 წლის შემდეგ ის შემცირდა 41 პროცენტამდე, რადგან გაიზარდა დასაქმებიდან შემოსავალი. საქართველოს სოციალური დახმარების პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესო სოციალური დახმარების პროგრამაა რეგიონში მისი შედეგებისა და უკიდურესი სიღარიბის დაფარვის მიხედვით. საქართველოს საპენსიო სისტემა უზრუნველყოფს უნივერსალურ, არა სამთავრობო ბენეფიტებს მამაკაცებისთვის 65 წლის ასაკიდან და ქალებისთვის 60 წლის ასაკიდან. გამოწვევები: სოციალურ დაცვის ბენეფიტების ადმინისტრირება სამინისტროებს შორის ფრაგმენტულია და შეიძლება გაუმჯობესდეს. ვინაიდან სოციალური დახმარების პროგრამამ შეამცირა სიღარიბე 6 პროცენტით და ეფექტურად იმუშავა სიღარიბის დაძლევის ნაწილში, მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს მისი ადმინისტრირება და ინტეგრაცია სხვა სოციალურ ბენეფიტებთან და შრომის ბაზრის აქტიურ ღონისძიებებთან. აუცილებელია პროგრამის მართვის ნაწილის გაუმჯობესება, განსაკუთრებით კი ცნობიერების ამაღლების, კომუნიკაციის და სამთავრობო უწყებების (მუნიციპალური, ეროვნული) კოორდინაციის ნაწილში. მეტიც, უნივერსალური სოციალური საპენსიო ოდენობა სიღარიბის ზღვარს ზემოთაა, შეადგენს საშუალო ანაზღაურების 18 პროცენტს და არაადექვატურია ამჟამინდელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ინდექსირების პოლიტიკა სარგებლიანი ღირებულების შენარჩუნების კუთხით, ნელ ნელა სუსტდება და მასზე მსჯელობა და განხილვა უკვე დაწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებები იქნა მიღწეული ახლად განსაზღვრული საპენსიო პროგრამის მიხედვით, საპენსიო სისტემის ადმინისტრირებისათვის ოფისის შექმნაში, შესაბამისი მონაცემებისა და რეესტრის შექმნაში მნიშვნელოვანი ძალისხმევაა გასაწევი პროგრამის მართვისა და ზედამხედველობის სტრუქტურის შექმნის კუთხით. ასევე დასაქმების ვებ პორტალი (Worknet) არ არის ავტომატურად დაკავშირებული მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის რეესტრთან და შესაბამისად რთულია დასაქმების უნარიანი სოციალური დახმარების მიმღები პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგი და შეფასება და მათი დასაქმების შეთავაზებების ტრაექტორიაზე დაკვირვება დროის კონკრეტულ მონაკვეთში. რთულად ხელმისაწვდომია შრომის ბაზრის აქტიური ღონისძიებები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება მოწყვლადი ჯგუფებიდან სამუშაოს მაძიებლებზე (მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციარები, იძულებით გადაადგილებული პირები და ახალგაზრდები) და ასევე არ არსებობს პროგრამების ეფექტურობის შეფასების სისტემაც. ვინაიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს, დასაქმების დეპარტამენტი, განვითარების ადრეულ სტადიაზეა, მისი რესურსი განახორციელოს მისი მთავარ მანდატს, ძალიან მწირია. ის მართავს ონლაინ პორტალს - worknet. პორტალი ძალიან მცირეა და იძლევა მხოლოდ ზოგად ინფორმაციას და არა მიზნობრივ მონაცემებს, ხელმისაწვდომი დასაქმების ადგილებისა და შრომის ბაზრის აქტიური ღონისძიებების შესახებ. ეს გარემოებები სამუშაოს მაძიებლებს, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში, ურთულებს პორტალის მოხმარებას. წინამდებარე შეფასება განსაზღვრავს იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს და ხელს უშლის საქართველოში ადამიანური კაპიტალის ფორმირებას. პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არსებობს მყარი გადაწყვეტილება საქართველოში ადამიანური კაპიტალის 24 განვითარების შესახებ, განსაკუთრებით კი ისეთი პროგრამების განხორციელების შესახებ რომლებიც მოწყვლად ჯგუფებზე იქნება ორიენტირებული. თუმცა, ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებისათვის არსებული ლიმიტირებული ფისკალური გარემო განსაკუთრებით კი ჯანმრთლეობის, განათლების და დასაქმების სექტორებში ართულებს აღნიშნული გეგმების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე და განათლებაზე გაწეული ხარჯები არათანაბარია. იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობამ განახორციელა ინტერვენციები განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორებში, რამაც განაპირობა ცხოვრებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესება, მომავალში აუცილებელი იქნება ახალი გამოწვევების დაძლევა თითოეულ სექტორში პროდუქტიულობის ასამაღლებლად. ამ ნაბიჯებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ახალგაზრდების პროდუქტიულობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. პოლიტიკა, პროგრამები და ჯაყელების ოჯახი მიუხედავად იმისა, რომ ლევანი 30 წლისაა, მას დროდადრო აქვს გულის პრობლემები, რაც გამოწვეულია მაღალი წნევით. თუმცა, ბოლო 6 თვის განმავლობაში მას არ მიუღია წნევის დამწევი მედიკამენტები მათი ღირებულების გამო. წნევის დამწევი მედიკამენტის გარეშე, მას ყოველთვის არ შეუძლია მუშაობა. მან ასევე არ იცის, თუ ვის მიმართოს დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რადგან მხოლოდ ნაცნობებთან კომუნიკაციის არხს იყენებს და ბოლო პერიოდში, ის არც თუ ისე აქტიური იყო. შესაბამისად, ლევანი ახლა მანკიერ წრეზე ტრიალებს. ნინო ნერვიულობს ლევანზე. მას სურს იშოვოს მაღალანაზღაურებადი სამუშაო, ვიდრე ახლა აქვს ნახევარ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლის სახით. ნინოს სურს დაეხმაროს ლევანს, თუმცა პედაგოგიური საქმიანობა უზრუნველყოფს მის მოქნილ გრაფიკს, რაც მას საშუალებას აძლევს ქეთი გამოიყვანოს ბაღიდან და დათო წამოიყვანოს დედის სახლიდან. ასევე, მოამზადოს სადილი ოჯახისათვის. ლევანის ავადმყოფობა განაპირობებს ნინოს სამსახურის გაცდენას მისი მოვლის მიზნით. ნინოს და ლევანის ფიზიკური და ფინანსური სირთულეების გამო, მათ გადაწყვიტეს ქეთის გამოყვანა ბაღიდან შემდეგ წლამდე, როცა ის გახდება 6 წლის და შევა დაწყებით კლასში და ისწავლის უფასოდ. 25 თავი 4: ადამიანური კაპიტალის ფორმირების სტიმულირება საქართველოში 26 როგორც ერთ-ერთი პირველი მონაწილე ადამიანური კაპიტალის პროექტისა, საქართველოს მთავრობამ დაგეგმა მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება ადამიანურ კაპიტალში, რაც დაეხმარება პროდუქტიულობის გაზრდაში, განათლებისა და ჯანდაცვის რისკების შემცირებაში. აღნიშნულმა ინვესტიციებმა ხელი უნდა შეუწყოს იმ ბარიერების აღმოფხვრას, რაც ხელს უშლის ჯანდაცვის, განათლების და სოციალური დაცვის ხარისხიანი სისტემების განვითარებისათვის ინტერვენციებს საქართველოში (გრაფიკი 7). თითოეული სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების დროს გამოიკვეთა ის ინიციატივები, რაც ემპირიულად ცხადყოფს მათ ეფექტურობას კრიტიკული გამოწვევების დასაძლევად ადამიანური კაპიტალის ფორმირების პროცესში და, რომლებიც, რეალისტურად განხორციელებადია ქართულ კონტექსტში. ცხრილი 7: როდის არის ინვესტიცია სტიმულაციის წყარო? ემპირიულად კონტექსტუალურად ეფექტური შესრულებადი სტიმულატორი ინვესტიციები გადაწყვეტს კრიტიკულ ხარვეზებს განათლება ადამიანური კაპიტალის ინვესტიციას განათლებაში აქვს კუმულატიური სარგებლის მიღების პოტენციალი დროთა განმავლობაში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა სამი ინიციატივა ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით საქართველოში მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში: 1) ხარისხიანი სკოლამდელი განათლებისა და მოვლის სისტემების განვითარება; 2) ხარისხიანი სწავლა-სწავლების განვითარება ზოგადი განათლების საფეხურზე და 3) შრომის ბაზრის შესაბამისი სკოლის შემდგომი განათლების უზრუნველყოფა განსაკუთრებით პროფესიული განათლების საფეხურზე. 1. ხარისხიანი სკოლამდელი განათლებისა და მოვლის სისტემის ხელმისაწვდომობა საქართველოში ისევე, როგორც მისი ხარისხის გაუმჯობესება არის კრიტიკულად ხარისხიანი მნიშვნელოვანი შრომის ბაზრის მონაწილეებისთვის ფუნდამენტური კოგნიტური და სკოლამდელი სოციო-ემოციური უნარების განვითარებისათვის. მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ სკოლამდელი განათლების წლების ზრდა ქართველი ბავშვებისავის განაპირობებს მაღალ განათლებისა და მიღწევებს PISA-ს კვლევებში. საქართველომ უნდა მიაღწიოს სკოლამდელი განათლების მოვლის სისტემის სისტემაში მოსწავლეთა ჩართულობის 95 პროცენტს. ფინეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ განავითარა მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლამდელი განათლების განვითარება სისტემა და ითანამშრომლა სხვადასხვა ჩართულ მხარეებთან. 27 ფინეთის სკოლამდელი განათლების სისტემა ფესგვადგმულია თავის ისტორიაში და ეფუძნება კეთილდღეობის მოდელს, რისი მთავარი ღირებულებებია უნივერსალიზმი, სოციალური უფლებები, თანასწორობა და სამართლიანობა. მისი მთავარი ნარატივი ეფუძნება პრინციპულ, პერსონალიზებულ და ბავშვზე ორიენტირებულ სკოლამდელ განათლების სისტემას, რომელიც, თავის მხრივ, განპირობებულია ერში გავრცელებული იდეოლოგიით, რომლის მიხედვითაც თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს განათლება, იყოს ჯანმრთელი და შეძლებული. სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ხელი შეუწყოს განათლებას, ჯანდაცვის სისტემების განვითარებას, უზრუნველყოს მოქალაქეების კეთილდღეობა და უსაფრთხოება, დაწერილია ფინურ კონსტიტუციაში - ფინეთის მოქალაქეებს აქვთ გარანტია ჰქონდეთ შემოსავალი და ზრუნვა სახელმწიფოსაგან. აღნიშნული ღირებულებები ასევე ასახულია ნაციონალურ კოლექტიურ პასუხისმგებლობაში ახალგაზრდა თაობის მიმართ და რაც ასევე გამყარებულია სხვადასხვა პოლიტიკაში ბოლო 8 ათწლეულის განმავლობაში.24 ამჟამად, უნივერსალური და ინტეგრირებული სკოლამდელი განათლების სერვისი უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების ხელმისწავდომობას ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ სკოლამდელი განათლების სერვისებზე, მიუხედავად მათი საცხოვრებლისა, სოციალური, ეკონომიკური, ეთნიკური თუ კულტურული წარმომავლობისა. არსებობს სკოლამდელი განათლების მრავალფეროვანი სერვისები ფინეთში და თითქმის ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულია, ხოლო მათი მიწოდება საჯარო ინსტიტუციების მიერ ხდება. თუმცა, ასევე გვხვდება სერვისის კერძო მიწოდებაც სკოლამდელი განათლების სექტორში. მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლამდელი განათლება ყველაზე ფართოდ გავრცელებული სკოლამდელი განათლების მიდგომაა. თუმცა, ბავშვები შეიძლება ასევე დაესწრონ ოჯახზე ფოკუსირებულ სკოლამდელი განათლების პროგრამებს, ან არაფორმალურად „ღია“ მოვლის სერვისებს. მოსწავლეზე ცენტრირებული ყველა სკოლამდელი განათლების სერვისი და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა იყენებდეს ეროვნულ მთავარ კურიკულუმს სკოლამდელი განათლების შესახებ, რომელიც შემდგომ მორგებულია მუნიციპალურ და ეროვნულ კონტექსტს. ფინური სკოლამდელი განათლების პედაგოგიკა ხაზს უსვამს ბავშვისა და ბავშვზე ორიენტირებული პედაგოგიკის საბაზო ღირებულებას. კურიკულუმი არ აკონკრეტებს სტანდარტიზებულ სწავლებას ან ბავშვის მიერ მისაღწევ შედეგებს, პირიქით, თითოეული ბავშვის სწავლება და განვითარება მოწმდება მათი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელიც იქმნება სკოლის დაწყების პირველივე წელს მასწავლებლის, მშობლის და ბავშვის თანამშრომლობით. მასწავლებლები, სკოლამდელი განათლების მასწავლებლების ჩათვლით განსაკუთრებით დაფასებული არიან ფინეთში და უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებული პედაგოგიური ფაკულტეტებზე განსაკუთრებული კონკურსია. ეროვნული კანონმდებლობა ავალდებულებს მუნიციპალიტეტს შეაფასოს სკლამდელი განათლების პროგრამების ხარისხი და უზრუნველყოს მისი შესაბამისობა ეროვნულ დონეზე დადგენილ მინიმალურ სტანდარტთან. მკაცრი ეროვნული მონიტორინგის აპარატის გარეშე, ფინური სისტემა ეყრდნობა სკოლამდელი განათლების მასწავლებლების კვალიფიკაციას ისევე, როგორც ადმინისტრაციის ჩართულობას და ხასიათდება პროგრამის ნაკლები შეფასების ან ინსპექტირების მიდგომებით. მშობლები სკოლამდელი განათლების მნიშვნელოვან მეთვალყურეებად ითვლებიან. ისინი ასევე დგანან ძალადობის პრევენციის სადარაჯოზე იურიდიული პროგრამების სტანდარტის შესაბამისად. სკოლამდელი განათლების სერვისი 0 დან 6 წლამდე ბავშვებისათვის დაფინანსებულია ერთობლივად ცენტრალური და მუნიციპალური მთავრობისა და მშობლების მიერ. ცენტრალური მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტების დაფინანსება არ არის სრულად უზრუნველყოფილი სკოლამდელი განათლების ნაწილში, თუმცა ფარავს ყველა საჯარო სერვისს, რისი უზრუნველყოფაც იურიდიულად მოეთხოვება მუნიციპალიტეტს. ასევე, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების მოქნილობას ცენტრალური დაფინანსების გამოყენების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივად არსებობს სერვისის გადასახადის სხვადასხვა ოდენობა, რომელსაც ოჯახები იხდიან სკოლამდელი განათლების სერვისისათვის, სახელმწიფო აწესებს მაქსიმალურ გადასახადის ოდენობას, რომელიც ამჟამად არის 340 აშშ დოლარი თვეში სრული დაბეგვრის შემთხვევაში. მშობლების მიერ 28 გადასახდელი გადასახადი დამოკიდებულია ოჯახის შემოსავლის ზომაზე. თუმცა, ზოგიერთი მუნიციპალიტეტი მაქსიმალურ ოდენობაზე ნაკლებს ან საერთოდ არაფერს აწესებს. ერთი სიტყვით, მშობლების მიერ გადახდილი გადასახადი მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების სერვისებისათვის ფარავს მთლიანი ხარჯის დაახლოებით 13 პროცენტს, ხოლო დანარჩენი იფარება ცენტრალური, ან მუნიციპალური ბიუჯეტიდან. ოჯახები, რომლებიც ბავშვს კერძო ბაღში ატარებენ, შეუძლიათ ისარგებლონ დღის მოვლის კერძო სერვისით. 2. მასწავლებლები წარმოადგენენ საკვანძო ფაქტორს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, ვინაიდან მასწავლებლებზე აქცენტის გაკეთებამ დაამტკიცა, რომ ზოგადი განათლების განსაკუთრებით მაღალი ამონაგები აქვს სტუნდენტთა სასწავლო შედეგების კუთხით.25/26 ხარისხის საერთაშორისო მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ სწავლა-სწავლების ხარისხს აქვს ყველაზე ძლიერი გავლენა მოსწავლის კოგნიტურ, სოციო-ემოციურ და ქცევით გაუმჯობესება შედეგებზე მიუხედავად მათი სქესის ან სტატუსისა. მასწავლებლების კარგად მომზადებული მასწავლებელი სკოლაში ამცირებს რეპეტიტორობის საჭიროებას, გაძლიერების გზით რომელიც აუცილებლად მიაჩნია ოჯახს თავისი შვილისთვის და ასევე, მას შეუძლია გააუმჯობესოს აკადემიური შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში. საქართველოს PISA-ს შედეგები ჩამორჩება იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეს შედეგები გააუმჯობესეს მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს ადამიანურ რესურსებში (გრაფიკი 8). საქართველოს განათლების სისტემაში ადამიანური რესურსების გაუმჯობესება მოითხოვს ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც მოიზიდავს საუკეთესო კანდიდატებს მასწავლებლის პროფესიაში რეკრუტირების კამპანიის გამოყენებით, სადაც შეთავაზებული იქნება სასარგებლო ბენეფიტები, ძლიერი კანდიდატებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია სწავლებისას ისეთი სარგებლის ხაზგასმა, როგორიცაა სტაბილურობა, მოქნილი გრაფიკი, შვებულება და გარანტირებული ჯანდაცვის სერვისები. ბოლოს, აუცილებელია გატარდეს ისეთი პოლიტიკა, რომელიც მასწავლებლების ჭარბ რაოდენობას შეამცირებს და დანერგავს ისეთ ანაზღაურების სისტემას, რომელიც დაკავშირებული იქნება მასწავლებლების პროფესიულ განვითარებასთან. ეს შეინარჩუნებს იმ მიღწევებს, რაც რეფორმის ფარგლებში იქნება მიღწეული და უზრუნველყოფს ადამიანური კაპიტალის განვითარებას სექტორში. ცხრილი 8: PISA-ს შედეგები საქართველოში და სხვა წარმატებული ქვეყნების მაგალითები წყარო: ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების ორგანიზაციის სტუდენტთა საერთაშორისო შეფასების პროგრამის მონაცემთა ბაზა 600 500 400 300 200 100 0 2009 2018 2009 2018 2009 2018 29 3. დღეს არსებული ტექნიკური და პროფესიული უნარების დეფიციტის პრობლემის გადაჭრა უნდა მოხდეს პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების ზოგადი განათლების პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან რელევანტურობის უზრუნველყოფით. შემდგომი განათლების 2007 წლიდან, საქართველოს მთავრობამ მრავალჯერ განახორციელა ინვესტიციები პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურისა და კურიკულიმის განვითარებაში, (განსაკუთრებით მათ შორის უზრუნველყო კავშირების გაღრმავება ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს პროფესიული განათლებას შორის და შექმნა შესაძლებლობა კერძო სექტორის ჩართულობისთვის პროფესიულ განათლებაში. ერთ-ერთი გზა, რომელიც გაზრდის კერძო სექტორის განათლების) ჩართულობას პროფესიული განათლების სექტორში, არის მათი ჩართულობა რელევანტურობის სახელმწიფოს მიერ კოორდინირებულ ბიზნეს ასოციაციებში. ზოგადი განათლების შემდგომი განათლების შესაბამისობა იმ უნარებთან, რომლის მოთხოვნაც არის შრომის გაზრდა შრომის ბაზარზე, ასევე მოითხოვს პროფესიული განათლებაში ჩართული ახალი კადრების/ ბაზარზე პედაგოგების მოზიდვას, მათ ტრენინგს ან გადამზადებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება პროფესიული განათლების კურიკულუმსა და ახალ მიდგომებთან. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების აღქმისა და დამოკიდებულების შეცვლა პროფესიული განათლებისადმი, რათა მეტმა სტუდენტმა განიხილოს ის, როგორც ღირსეული არჩევანი ზოგადი განათლების შემდგომი განათლების გაგრძელებისათვის ისევე, როგორც გრძელვადიან სამუშაო პერსპექტივად. ამ ცვლილებებისათვის აუცილებელია უფრო მერიტოკრატიული მიდგომა პროფესიული განათლების სისტემაში შესასვლელად და კონკრეტული პროფესიული განათლების ინსტიტუციების ეფექტურობასა და კონკურენტუნარიანობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისათვის. სკოლის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შრომის ბაზრის მოთხოვნების შესახებ კომუნიკაცია ეფექტურ გზას წარმოადგენს მათ მიერ სკოლის შემდგომი განათლების და უმაღლესი განათლების სფეროს არჩევის პროცესზე დადებითი ზეგავლენის მოსახდენად. ამის რეალიზაცია შეიძლება მოხდეს კარიერის დაგეგმვის პროგრამებისა და კურსდამთავრებულთა კვლევების საშუალებით, რაც ინფორმაციას აწვდის საშუალო სკოლის მოსწავლეებს შესაძლო კარიერულ გზებზე. ჯანმრთელობა ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად, ჩვენ განვსაზღვრეთ სამი ფუნდამენტური ინტერვენცია, რომლებმაც უნდა გააუმჯობესონ ჯანდაცვის სისტემის პასუხი ქრონიკულ დაავადებებზე: 1) ჰოსპიტალური და გადაუდებელი დახმარების სერვისიდან ორიენტაციის გადატანა პრევენციულ და პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე; 2) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამოყენებით გაუთვალისწინებელი ხარჯების გავლენის შემცირება; 3) ჯანდაცვაზე დახარჯული თანხების ეფექტურობის ზრდა. 1. სტიმულების ცვლილება და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციას პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე აქვს პოტენციალი გააუმჯობესოს საბოლოო ჰოსპიტალური შედეგები და შეამციროს ხარჯები. ამჟამად, ჯანდაცვის სისტემა ასტიმულირებს და გადაუდებელი ჰოსპიტალურ და გადაუდებელ სერვისებს ექიმების წახალისებით, რომ მაღალი რისკის პაციენტები ან ქრონიკული დაავადების მქონე პირები გადაამისამართონ ჰოსპიტალურ დახმარების სექტორში, ხოლო ჰოსპიტალები წახალისებულნი არიან გამოიყენონ გადაუდებელი სერვისიდან დახმარების სერვისი. მკურნალობის სტიმულირების ცვლილება იქნება პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის ეტაპზე ჰოსპიტალური ორიენტაციის სექტორიდან პირველადი და პრევენციული ჯანდაცვის სექტორზე. ეს უზრუნველყოფს გადატანა პრვენციულ ისეთი შემთხვევების პრევენციას, განსაკუთრებით არაგადამდები დაავადებების შემთხვევაში ან ადრეულ სტადიაზე მკურნალობას და შეამცირებს მაღალ ხარჯებს, და პირველადი რომელიც ასოცირდება დაავადების გვიანდელი სტადიისთვის. პირველადი ჯანდაცვის ჯანდაცვის სერვისებზე რეორიენტაცია მოიცავს: 1) იმ გაიდლაინების გადახედვას, რომელიც გააფართოვებს პირველადი ჯანდაცვის სერვისების მოქმედების არეალს გავრცელებული სერვისებზე დაავადებების შემთხვევაში და განსაზღვრავს შესაბამის რეფერალურ გარემოებებს; 30 2) ინოვაციური გადახდის მექანიზმები, როგორიცაა სწრაფი გადახდა და პირველადი ჯანმრთელობის სერვისის მიწოდება; 3) ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის მეშვეობით პაციენტის მონიტორინგი შესაბამისი მდგომარეობის გათვალისწინებით. აღნიშნული რეორიენტაციის უზრუნველსაყოფად ყველა პაციენტისათვის საჭირო იქნება სოფლის ექიმის პროგრამის ინტეგრაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. გერმანიის, დანიის, ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეული ნაწილების და თურქეთის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ძლიერი პირველადი ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელობა ჯანდაცვის სისტემაზე გაწეული ხარჯების და დაავადებების შემცირების კუთხით. აღნიშნული სისტემის გამოცდილების გაზიარება საინტერესო იქნება საქართველოსთვის. ძლიერი პირველადი ჯანდაცვის სისტემა საქართველოში ასოცირდება ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციებთან, რომელიც მაღალი პროდუქტიულობით ხასიათდება, ზრდის ინდივიდების შრომისუნარიანობის ასაკს და მათი შრომის ბაზარზე შენარჩუნებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 2. გადაუდებელი საჭიროების წამლების ხელმისაწვდომობის ზრდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეამცირებს გაუთვალისწინებელ ხარჯებს. მიუხედავად იმისა, საყოველთაო რომ გაუთვალისწინებელი ხარჯები საქართველოში 2012 წელს 73.4 პროცენტიდან, ჯანდაცვის 2016 წელს შემცირდა 55.6 პროცენტამდე, ის მაინც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე მსგავსი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში პროგრამის გადაუდებელი საჭიროების წამლებით უზრუნველყოფის გაფართოება ხელს შეუწყობს გამოყენება ინდივიდების გაუთვალისწინებელი ხარჯების შემცირებას ფარმაცევტულ პროდუქციაზე, რაც წარმოადგენს 2/3-ს გაუთვალისწინებელი ხარჯებისა. გასათვალისწინებელია, ჯანდაცვის რომ ამ მიდგომის ერთიანად დანერგვა სცდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუთვალისწინებელი ბიუჯეტს და მისი განხორციელება შესაძლებელია ეტაპობრივი ინიციატივებით ლიმიტირებულ რაოდენობის პაციენტებსა და პროდუქტებზე, მაგალითად, ყველაზე ხარჯების გავრცელებული არაგადამდები დაავადებები, რომელიც ყველაზე მაღალ ხარჯებთან შემცირებისთვის არის დაკავშირებული. გადაუდებელი საჭიროების წამლების უზრუნველყოფის გაფართოება შესაძლებელია კარდიოლოგიური დაავადებების შემთევაში, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია დაავადებებსა და სიკვდილიანობას შორის. ეს გამოიწვევს გაუთვალისწინებელი ხარჯების შემცირებას საკმაოდ დიდი რაოდენობის პაციენტებისათვის. აღნიშნული ბენეფიტების განზოგადება შესაძლებელია ელექტრონული რეცეპტის სისტემის დანერგვით, რაც საშუალებას იძლევა განხორციელდეს დანიშნულების მონიტორინგი. სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, პროგრამის პირობების გაფართოება შესაძლებელია ეტაპობრივად გადაუდებელი დახმარების დანიშნულებისათვის. აღნიშნული განაპირობებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ცხოვრების ყველა ეტაპზე, მათ შორის ცხოვრების შუა ციკლში, რაც თავისთავად განაპირობებს ხანდაზმულ ასაკში უკეთეს ჯანმრთელობის მდგომარეობას და უზრუნველყოფს გრძელვადიან სოციალურ კეთილდღეობას და ხარჯების დაზოგვას. 3. ჯანდაცვის სისტემაში, სისტემური ცვლილებებით შესაძლებელია ამჟამინდელი გაწეული ხარჯებიდან უკეთესი ღირებულების მიღება. მოკლევადიან პერიოდში უნდა ჯანდაცვის ხარჯების შემცირდეს ის დუბლირებები, რომლებიც დაკავშირებულია დუბლირებებთან, კერძო ეფექტურობის ზრდა ჯანდაცვის დაზღვევასა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობასთან. სოციალური სერვისის სააგენტოს მართვის გაძლიერებამ და სტრატეგიული შესყიდვის შესაძლებლობებმა, უნდა უზრუნველყოს დანაზოგები, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას უფრო პროდუქტიულად სექტორის განვითარებისათვის, კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდაორგანიზაციული სტრუქტურის გამარტივებით და შესყიდვებზე მეტი ავტონომიურობით, ასევე ყოველდღიურ საოპერაციო სქემებში ანალიტიკური შესაძლებლობების გამოყენებით, სააგენტო შეძლებს მიიღოს სწორხაზოვანი და ეფექტური გადაწყვეტილებები ჯანდაცვის სისტემაში. უკვე გადადგმულია ზოგიერთ ნაბიჯი სოციალური მომსახურების სააგენტოს როლის გაძლირებისათვის, მათ შორის, ტარიფების დადგენის წესის სტანდარტიზაცია კრიტიკული და ინტენსიური ჯანდაცვის მომსახურებისთვის. მთავრობა ამჟამად ახორციელებს პილოტირებას დიაგნოსტირებასთან დაკავშირებულ ჯგუფებში იმისათვის, რომ ჰოსპიტალებისათვის გადასახდელი თანხების ეფექტიანობა და ასევე მუშაობს ხარისხის კონტროლის მექანიზმების დანერგვაზე. 31 გადაუდებელი დახმარებისთვის გადახდის მოდელების გადახედვა და სწრაფი გადახდის მეთოდების გამოყენება პირველადი ჯანდაცვის სერვისებში შეძლებს სტიმულების რეორიენტაციას ძვირადღირებული ჰოსპიტალური მომსახურებიდან შედარებით მცირე ფასიან, პირველად და პრევენციულ ჯანდაცვაზე. ჯანმრთელობის სისტემის ფოკუსის შეცვლა პირველად ჯანდაცვაზე გაზრდის პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტირების შესაძლებლობას, რაც აისახება საბოლოოდ უკეთეს ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მნიშვნელოვან ეფექტიანობაში გრძელვადიან პერიოდში. სოციალური დაცვა და დასაქმება საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩვენ განვსაზღვრეთ 2 ფუნდამენტური ინტერვენცია ადამიანური კაპიტალის შექმნისა და აქტივაციისათვის: 1) სოციალური დაცვის სერვისის მიწოდების სისტემის დიგიტალიზაცია და ინტეგრაცია ბენეფიციარების უკეთესი მომსახურებისათვის; 2) არააქტიური მოსახლეობის სტიმულირება სწორი მექანიზმების გამოყენებით მათი შრომის ბაზარში უზრუნველსაყოფად. ამჟამად, ბევრი ცენტრალური და მუნიციპალური მთავრობის სოციალური 1. დაცვის პროგრამა ფუნქციონირებს ქვეყნის მასშტაბით ერთმანეთისგან სრულიად სოციალური დამოუკიდებლად. ამ პროგრამების ფრაგმენტაციის შემცირება და მათი ინტეგრაცია ერთ სისტემაში გაზრდის ეფექტურობასა და ეფექტიანობას. აღნიშნული მოითხოვს სერვისების ინვესტიციას საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურასა და დაცვის გაელექტრონულება სისტემებში, რადგან მკაცრად დაცული ელექტრონული სისტემა სოციალური სერვისების და მათი მიწოდების პრერეკვიზიტია. ის, ასევე შესაძლებელს ხდის და ინტეგრაცია დახმარება მიემართოს მიზნობრივად მოწყვლადი ჯგუფებისაკენ. აღნიშნული ადგილობრივი მიდგომა გააძლიერებს მიზნობრივ სოციალურ დახმარებას სანდო მუნიციპალური ინფორმაციის მიწოდებით შრომისუნარიანი ბენეფიციარების შესახებ. იგი ასევე მოიცავს და ცენტრალური ინფორმაციას შრომის ბაზრის საშუამავლო და შესაბამის სოციალური სერვისების მთავრობების შესახებ, განათლებისა და ჯანდაცვის ჩათვლით; ასევე, ფასდაკლებებს ტრანსპორტსა და კომუნალურ მომსახურებაზე ისევე, როგორც სკოლამდელ განათლების სერვისებზე. მიერ განათლების, ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია საჭირო იქნება ავტომატიზებული ჯანდაცვისა და ლინკის შექმნისთვის worknet-სა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზას შორის, რათა შესაძლებელი გახდეს შრომისუნარიანი ბენეფიციარების შესახებ სკოლამდელი ინფორმაციის მონიტორინგი, მართვა, შეფასება და შრომის ბაზარზე მათ ტრაექტორიაზე განათლების დაკვირვება. გაციფრულების პროცესი უზრუნველყოფს სხვადასხვა ცენტრალური და მუნიციპალური სოციალური დახმარების მონაცემთა ბაზების დაკავშირებას, რაც სერვისებში უზრუნველყოფს: 1) რომელი ბენეფიციარი იღებს რომელ სერვისს; 2) დახმარებები შეესაბამება მიზნობრიობას; 3) დახმარებები არ გამოიწვევს სამუშაო მაძიებლის მოტივაციის დაქვეითებას; 4) ანალიზის ჩატარება მიზნობრივი სერვის-პაკეტების შექმნის მიზნით მოწყვლადი ოჯახებისთვის. ცენტრალური და ადგილობრივი სოციალური მომსახურების სისტემების ინტეგრაცია ჯანმრთელობის, კვებისა და სკოლამდელი განათლების სერვისებთან გააადვილებს პოლიტიკის შემმუშავებლებისა და ოჯახებისთვის ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებას, როგორც ახლანდელი, ასევე 32 2. მომავალი თაობებისთვის. მოკლევადიან პერსპექტივაში სახელმწიფოს შეუძლია ქალების სამუშაო ძალის გაზრდა დამსაქმებლების წახალისებით. ეს შეიძლება სწორი სტიმულების გამოიხატოს დამსაქმებლების მიერ საშვებულებო და საგადასახადო შეღავათების შექმნა არააქტიური უზრუნველყოფით ბავშვთა მოვლის პირობებში და, ასევე, საკომუნიკაციო კამპანიის ინიცირებით. ისინი, რომლებიც წარმოადგენენ (NEET) კატეგორიას. ანუ, ადამიანები ადამიანების რომლებიც არც განათლებაში და არც დასაქმებაში არ არიან, შეიძლება წახალისებულნი წახალისებისათვის იყვნენ კარიერის დაგეგმვის სერვისის გამოყენებით სკოლაში და მყარი კავშირების უზრუნველყოფით საგანმანათლებლო ინსტიტუციასა და დამსაქმებელს შორის. ქალების, მთავრობამ დაიწყო მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის რეფორმირება ახალგაზრდების და საშემოსავლო გადასახადზე შეღავათით ეტაპობრივი გასვლის ღონისძიებებით და აქტიური შრომის ბაზრის ღონისძიებებში მონაწილეობის წახალისებით; ასევე, სამუშაოს ღარიბი მოსახლეობის ძიების აქტივაციით იმისათვის, რომ შემცირდეს დემოტივატორული ფაქტორები ჩათვლით იმისათვის, ბენეფიციარებს შორის. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ზოგადად, იმისათვის, რომ ბენეფიციარებმა მოითხოვონ სოციალური დახმარება, ისინი მუდმივად რომ შეუერთდნენ სამუშაო ძალას და გამოიყენონ ადამიანური კაპიტალის სრული პოტენციალი. ცხრილი 9: შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა საქართველოში წყარო: კეთილდღეობის მონიტორინგის კვლევა 2015 და მიზნობრივი სოციალური დახმარების ადმინისტრაციული მონაცემი სამუშაო ძალის ასაკი შრომისუნარიანი შეზღუდული WMS: 2,085,560 შესაძლებლობების TSA: 547, 857 მქონე TSA-ს ბენეფიციარები WMS: 249,156 სხვა ბენეფიციარები TSA: 187, 834 ღარიბი ღარიბი (ვარაუდი: ყველა ღარიბ) არა-ღარიბი WMS: 252, 414 დასაქმე არააქტიული დასაქმე არააქტიული (WMS: 92,713) (WMS: 152,444) (WMS: 115,733) (WMS: 136,680) დასაქმე არააქტიული (TSA: 40,407) (TSA: 147,427) სკოლაში სკოლის გარეთ სკოლაში სკოლის გარეთ (WMS: 7,586) (WMS: 144,857) (WMS: 1,431) (WMS: 135,249) სკოლაში სკოლის გარეთ (TSA: 2,225) (TSA: 145,202) (TSA: 4,697) (TSA: 192,460) აქედან ყველა ადამიანი, რომელიც სკოლის გარეთაა ითვლება გააქტიურებადა 33 ასევე, აუცილებელია შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის და დასაქმების სერვისებში ინვესტიცია და ეფექტურობის გაზრდა. განსაკუთრებით მოწვყლადი ჯგუფებისათვის, მათ შორის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციარებისა და NEET-ების კატეგორიის წარმომადგენლებისათვის. აუცილებელია მიზნობრივი სოციალური დახმარების ბენეფიციარების აქტივაციის პოლიტიკის და დახმარებებზე მათი დამოკიდებულების შემცირების პროგრამების შექმნა. მაგალითად, მიზნობრივი სოციალური დახმარების ბენეფიციარების მიერ შესაბამისი დასაქმების შეთავაზებებზე დათანხმება და აქტიური შრომის ბაზრის ღონისძიებებში მონაწილეობა, ასევე სანქციები, შემოსავლების უგულებელყოფა და შრომის ბაზრიდან გასვლისთვის მაღალი მარჟის დაწესება. ასეთი ღონისძიებები მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების ბენეფიციარებს დააკავშირებს შრომის ბაზრის ინტეგრირებულ სერვისებთან და შეცვლის სოციალური დახმარების უზრუნველყოფის სისტემას საქართველოში. ამ მიდგომის რეალიზაციისათვის აუცილებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა და საბიუჯეტო შესაძლებლობების გაძლიერება. ასევე, აუცილებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა ტრენინგი ამჟამინდელი ლიმიტირებული სამუშაო მანდატის გაფართოების მიზნით. დამატებით, მთავრობამ უნდა შექმნას რუკა აქტიური შრომის ბაზრის ამჟამინდელი პოლიტიკის შესახებ მისი შემდგომი გაფართოების მიზნით. და ბოლოს, რადგან worknet-ი კარგად დაკავშირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მის ბენეფიციარებთან, მიზნობრივი სოციალური დახმარების ბენეფიციარები უნდა ჩაერთონ worknet-ის სისტემაში ისევე, როგორც აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის სხვადასხვა სისტემებში, რათა შესაძლებელი გახდეს მეტად მოწყვლადი მოსახლეობის მიკვლევადობა. 34 თავი 5: იდეიდან განხორციელებამდე 35 ინტერვენციის იდეიდან მის განხორციელებამდე გადასვლას სჭირდება შესაბამისი ჩართული მხარეების მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოში. ასევე, ფისკალური გარემოს გაფართოება ინვესტიციებისათვის, აქცენტის გაკეთება შედეგებზე ორიენტირებულ სწავლაზე, გარე-პარტნიორობის უზრუნველყოფა და ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანურ კაპიტალში ინტერვენციებზე ხელმისაწვდომობის მიზნით. საზოგადოების ადამიანური კაპიტალის განვითარებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ერთი პოლიტიკური ციკლია. აუცილებელია მულტი-სექტორული ვალდებულებები არაერთი ერთიანი მიდგომა პოლიტიკური ციკლის დროს კონკრეტული მიზნის მისაღწევად. საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობა მუდმივად პრობლემატურ ფაქტორებს შორისაა ბიზნესის წარმოების დროს. ისევე, როგორც კონკრეტული პოლიტიკის მდგრადობის უზრუნველყოფისას. ერთიანი სამთავრობო მიდგომა, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო სააგენტოებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ბენეფიციარებს, კერძო სექტორს და სხვა ჩართულ მხარეებს, იქნება საფუძველი წარმატებისა ზემოთ ნახსენები ინტერვენციების დროს. და, ბოლოს, მთავრობისათვის სასარგებლო იქნება სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების ინიციატივა ადამიანური კაპიტალის განვითარების ინიციატივების კოორდინაციისათვის ერთიანი ხედვის ფარგლებში. რესურსების ადამიანურ კაპიტალში სტრატეგიული ინვესტიციებისათვის ფისკალური გარემოს შექმნა მოითხოვს რესურსების უფრო ეფექტურ გამოყენებას, თუმცა ასევე საჭიროებს მობილიზაცია და ახალი შემოსავლების მობილიზაციის სტრატეგიასაც. მთავრობას აქვს სახელმწიფო მათი მაქსიმალურად შემოსავლების გენერირებისა და შეკრების პოტენციალი გადასახადებისა და მოსაკრებლების გზით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო მასშტაბით, გამოყენება რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვის და დასაქმების სერვისების გასაუმჯობესებლად მოქალაქეებისათვის. მაგალითად, შესაძლებელია საგადასახადო სისტემა გამოყენებულ იქნას უკეთესი სოციალური შედეგების მიღწევის სტიმულირებისათვის, თუკი დაწესდება გადასახადები თამბაქოსა და შაქრიან სასმელებზე. სანაცვლოდ, შესაძლებელია შემოსავლები გამოყენებულ იქნას განათლებისა და ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამების მხარდაჭერისათვის. მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ გადასახადები, რომლებიც გამოყენებულია სოციალური ან საჯარო სარგებლისათვის, ზრდის სახელმწიფო და პოლიტიკურ მხარდაჭერას გადასახადების მიმართ.27 36 მტკიცებულებებზე მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა პროგრესის გასაზომად და პოლიტიკის შექმნისათვის არის საკვანძო ადამიანურ კაპიტალში სტრატეგიული ინვესტირებისას დაფუძნებული წარმატების მიღწევის საკითხში. მონაცემების შეგროვება და ანალიზი სასარგებლოა მონაცემების იმ ინტერვენციების განსასაზღვრად, რომელსაც აქვს მაქსიმალური ამონაგები ინვესტიციიდან. ეს ეხმარება პოლიტიკის შემქმნელებს საკვანძო გადაწყვეტილებებში, გამოყენება, სწავლა იმის შესახებ, თუ რომელი ინტერვენციაა ყველაზე მეტად ეფექტური. მაგალითად, და ადაპტირება საქართველოში განმეორებითი შრომის ბაზრის ანალიზმა ცხადყო, რომ ქალების მონაწილეობა შრომის ბაზარზე გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე კაცებისა, მიუხედავად ერთიანი შეხედულებისა, რომ დღესდღეობით მეტი ქალი მუშაობს ან ეძებს სამსახურს. მტკიცებულებების შეგროვება და მისი განზოგადება ამგვარ საკითხებზე არის გადამწყვეტი ეფექტური პოლიტიკის განხორციელებისათვის ისევე, როგორც ინტერვენციების პროგრესის შეფასებისას და შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვისას გარკვეული პერიოდულობით. გარე პარტნიორობის საქართველოს მთავრობას შესაძლოა დასჭირდეს იმ გარე ჩართულ მხარეებთან სტრატეგიული პარტნიორობის ფორმირება, რომლებიც ეთანხმებიან ადამიანური ჩართულობის კაპიტალის განვითარების ამოცანას, აქვთ შედარებითი უპირატესობა ტექნიკური უზრუნველყოფა ექსპერტიზის ნაწილში შემოთავაზებული ინტერვენციების შემუშავებისთვის და შეუძლიათ ფინანსური დახმარება ინვესტიციების პროცესში. მსოლფიო ბანკის ჯგუფი სწორედ ასეთი პარტნიორია. მისი ქვეყნების პარტნიორების ჩარჩო FY19- 22 საქართველოსთვის განსაზღვრავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას პრიორიტეტულ ინვესტიციად საშუალოვადიან პერიოდში. თუკი გავითვალისწინებთ გლობალურად სტრატეგიული ინვესტიციების სტრუქტურისა და განხორციელების გამოცდილებას, მსოფლიო ბანკის ჯგუფი საუკეთესოა ტექნიკური დახმარების უზრუნველსაყოფად, ფუნდამენტური ინვესტიციების გასაწევად ჯანმრთელობის, განათლების და სოციალური დაცვის სისტემებში საქართველოში. ბანკს ასევე შეუძლია ჩართოს სხვა პარტნიორები და ადგილობრივი ორგანიზაციები სტრატეგიის განხორციელების მხარდაჭერაში და ასევე შეუძლია მობილიზაცია გაუწიოს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს ინვესტიციებისთვის. ტექნოლოგიების ტექნოლოგიური განვითარება და მისი ეფექტური ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკაში მიჩნეულია, როგორც საკვანძო ფაქტორი საქართველოს სოციალური და ეკონომიკური გამოყენება განვითარებისა. ის ასევე ხაზგასმულია იურიდიულ თუ პოლიტიკურ დოკუმენტში, შედეგების მათ შორის საქართველო 2020 პლატფორმაში: თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა. ქვეყნის კარგად განვითარებული ტელეკომუნიკაციების სექტორმა დაჩქარებისათვის შეიძლება მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სექტორებში არსებულ გამოწვევების დაძლევაში. მაგალითად, სკოლებმა შესაძლებელია გამოიყენონ სწავლების ონლაინ პლატფორმა სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის. ასევე, შესაძლებელია მასწავლებლებმა და სკოლის ხელმძღვანელობამ გამოცდილება გაუზიაროს სხვა სკოლის ადმინისტრაციას. ჯანდაცვის სექტორში ტელე-მედიცინამ შესაძლებელია დახმარება გაუწიოს ქრონიკულ და პრევენციულ დაავადებებს ვიდეო-კონსულტაციების გზით პაციენტებსა და ექიმებს შორის. პაციენტების მონაცემების (მაგალითად წნევის და გულისცემის ნიშნული) დისტანციური მონიტორინგი და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა მდგომარეობის შესახებ ასევე შესაძლებელია ეფექტურად დაინერგოს. ტექნოლოგიები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პოტენციურ სამუშაოს მაძიებლებისათვის დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისათვის. ასევე, ონლაინ სწავლების მეშვეობით მათი უნარების განვითარებისთვის. და ბოლოს, ტექნოლოგიები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო სააგენტოებისა და სერვის პროვაიდერებს შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და ადამიანურ კაპიტალში ინტერვენციების ეფექტურობის გასაზრდელად. 37 38 თავი 6: ადამიანური კაპიტალის განვითარების სტრატეგიული ფოკუსისაკენ 39 სინგაპურის დამოუკიდებლობის შემდეგ, მისი ეკონომიკური განვითარების ხედვა სრულიად ჩამოუყალიბებელი იყო და მოიცავდა მხოლოდ პატარა ზომის კუნძულ სახელმწიფოს ბუნებრივი რესურსების გარეშე, სადაც ცხოვრობდა 2 მილიონი ადამიანი. შემდგომი ათწლეულების განმავლობაში, სინგაპური განვითარდა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომლის მშპ შეადგენდა 58,248 ამერიკულ დოლარს 2018 წელს. სინგაპურის ეკონომიკის სწრაფი განვითარება ძირითადად განპირობებული იყო წარმოებისა და სერვის სექტორის ზრდით, რომლის მთავარი სტრატეგიული ფოკუსი სწორედ ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება იყო.28 ამჟამად, სინგაპორი საუკეთესო ქვეყნებს შორისაა ადამიანური კაპიტალის განვითარების მაჩვენებლით. სინგაპორის მაგალითი ცხადყოფს, თუ რისი მიღწევა არის შესაძლებელი ეკონომიკური ზრდით, მაშინ როცა მოსახლეობა არის ჯანმრთელი, განათლებული, კვალიფიცური და მაღალპროდუქტიული სამუშაო ადგილების შესაბამისი. სინგაპურის ეკონომიკური ზრდის სასწაული: შესაძლებელი გახადა სტრატეგიულმა ინვესტიციებმა ადამიანურ კაპიტალში სინგაპორი პატარა ქვეყანაა, სადაც 5.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათ ტერიტორიაზე არ მოიპოვება ბუნებრივი რესურსები. სინგაპორის ეკონომიკური ზრდა განაპირობა სწორმა ინვესტიციებმა ადამიანურ კაპიალში. შედეგები საოცარია - 1965 წლიდან 2017 წლამდე, სინგაპურის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4 ათასი ამერკული დოლარიდან გაიზარდა 58.248 ამერიკულ დოლარამდე. მეოცე საუკუნის ადრეული სამოციანი წლებიდან საუკუნის დასასრულამდე, განათლებულმა და კვალიფიციურმა სამუშაო ძალამ განაპირობა ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ექსპორტის გაძლიერება. საბაზო ინვესტიციები განათლებაში ორიენტირებული იყო საბაზო განათლების დაფარვის გაუმჯობესებაზე ინტენსიური წარმოებისთვის საჭირო სამუშაო ძალისათვის. თუმცა, მთავრობამ ეფექტურად მოახერხა ორიენტირის ცვლილება საბაზო განათლებიდან, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, რამაც განაპირობა ტექნოლოგიებზე დაფუძნეული წარმოების განვითარება. ადამიანური რესურსების განვითარება იყო საკვანძო ელემენტი ყველა სტრატეგიული ეკონომიკური გეგმისთვის ამ პერიოდში. სამთავრო ინსტიტუცია - ადამიანური რესურსების სამინისტრო, ჩამოყალიდა იმ მიზნით, რომ ის უხელმძღვანელებდა ადამიანური კაპიტალის შექმნას ქვეყანაში. „ადამიანური რესურსი 21“, დოკუმენტი მოიცავს გეგმას, რის მიხედვითაც სინგაპურმა შეძლო კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა მსოფლიოსათვის დასაქმებულების უნარების მუდმივი განვითარებით და განათლებით. მაგალითად, უნარების განვითარების ფონდის მეშვეობით დამსაქმებლები ვალდებულნი იყვნენ უნარების განვითარების ხელშეწყობაში. განათლებაში ინვესტიციების პარალელურად, დაიწყო ჯანდაცვის სისტემის განვითარება, რომელმაც უზრუნველყო ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე. სამთავრობო რეგულაციებმა შეამცირა ჯანმრთელობის ხარჯები და ფინანსური ბარიერები ხელმისაწვდომობაზე. საავადმყოფოები სახელმწიფო სარგებლობაშია, ექიმები სახელმწიფოს მიერ არიან დაქირავებულნი და ანაზღაურებადი წამლები წინასწარ განსაზღვრულია. სწრაფად მზარდი ეკონომიკის მნიშვნელოვანმა ფორმალიზაციამ, სინგაპურს საშუალება მისცა დაენერგა ჯანმრთელობის დაზღვევის ისეთი სისტემა, რომელიც დაფინანსებულია ინდივიდების ხელფასიდან, რომელიც აკუმულირდება ჯანდაცვის დანაზოგების ანგარიშზე. ჰოსპიტალიზაციის სექტორის ლიმიტირება და სახელმწიფო ხარჯების შეზღუდვა დამატებით შეცვალა ჯანმრთელობის ხარჯები “medisave“ ანგარიშებიდან. “medishield”-ის ფონდი აკუმულირებას უკეთებს ხარჯებს ყველა დაზღვეულიდან ძირითადი და ხანგრძლივი დაავადებების მკურნალობისთვის საჭირო ხარჯებისა და “medifund”-ის გამოყენებით მოწყვლადი ჯგუფები სარგებლობენ სახელმწიფო დაფინანსებით. სინგაპორი ახლა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანაა და აქვს ყველაზე მაღალი ადამიანური კაპიტალის ინდექსი. დღეს დაბადებული ბავშვი სინგაპორში, მიაღწევს 88 პროცენტს მისი პროდუქტიულობისა ზრდასრულ ასაკში, ამჟამინდელი ჯანდაცვისა და განათლების სისტემების სარგებლობის პირობებში. სინგაპურის მაგალითი აჩვენებს, რომ ზრდის პოტენციალი მიიღწევა ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციებზე სტრატეგიული ფოკუსის უზრუნველყოფით. 40 როგორც სინგაპურის როგორც სინგაპორის გამოცდილება გვაჩვენებს, საქართველომ ძალიან ბევრი უნდა გამოცდილებიდან ჩანს, მიიღოს მის ადამიანებში ინვესტიციით. აღნიშნული შეფასებითი ანგარიში დასაწყისია საქართველომ შეიძლება ინტერსექტორალური დღის წესრიგის განვითარების დაგეგმვისა და დაფინანსებისათვის. დიდი ამონაგები მიიღოს ჩვენ განვიხილეთ ადამიანური კაპიტალის ფორმირების მდგომარეობა, ხაზი ადამიანურ რესურსებში გავუსვით წარმატებებს ბავშვის ცხოვრებისა და კვების კონტექსტში. ასევე, ინვესტირების გზით მიმოვიხილეთ ბარიერები განათლებაში მათი ჩართულობის, სასწავლო შედეგების და ჯანსაღი ცხოვრების წესის კუთხით, რაც ხელს უშლის ზრდასრულ ასაკში მის პროდუქტიულობას. ასევე, ხაზგასმულია ადამიანური კაპიტალის განვითარების შესაძლებლობები ფისკალური ლიმიტირებული გარემოს პირობებში. ამასთანავე, საბაზო ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვისა და დასაქმების სერვისის ხარისხის კონტექსტში, მათ შორის, შინა-მეურნეობების არათანაბარი ხარჯები ადამიანური კაპიტალის განვითარებისას. და ბოლოს, პოლიტიკის შემქმნელებთან ერთად, ჩვენ შევიმუშავეთ მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ინვესტიციები, რომელსაც ექნება პოტენციალი გადალახოს ის ბარიერები, რაც დაკავშირებულია ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებასთან და უკეთეს განათლების სისტემასთან საქართველოში. ადამიანური კაპიტალის განვითარების პოლიტიკის შემდგომი ფაზა საქართველოში უნდა ორიენტირდეს აღნიშნული ამოცანების პრაქტიკულ განხორციელებაზე, ეს მოიცავს: 1) გეგმის შემუშავება, ფუნდამენტური ინტერვენციების განსახორციელებლად; 2) თითოეული ინტერვენციის განფასება; 3) პროგრესის მონიტორინგის განსაზღვრის მექანიზმები სტრატეგიის განხორციელების პროცესში და შესაბამისი ცვლილებები ადამიანური კაპიტალის შედეგებში; 4) კრიტერიუმებისა და მექანიზმების განსაზღვრა სოციალურ ჯგუფებში ან ღარიბი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში მიზნობრივი ინვესტიციებისას; 5) რეფორმის დაფინანსების სქემების განსაზღვრა, რაც მოიცავს საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას, ახალი გადასახადების შემოღებას, ადამიანურ კაპიტალზე დანახარჯების პრიორიტეტიზაციას სახელმწიფო ბიუჯეტში და სექტორული ხარჯების ეფექტურობის ზრდას. მსოფლიო ბანკის ჯგუფი მზადაა ტექნიკური და ფინანსური დახმარება გაუწიოს აღნიშნული ამბიციური სტრატეგიის განხორციელებას. თუკი, საქართველო არ განახორციელებს ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალში, ამას მოჰყვება უარყოფითი შედეგები. დღესდღეობით, გლობალური ეკონომიკა მოითხოვს მზარდ ინოვაციურობის დონესა და პროდუქტიულობას და საქართველო კარგავს იმპულსების შენარჩუნების პერსპექტივას, რომლისთვისაც ასე მუხლჩაუხრელად მუშაობდა. უდიდესი სირთულე საქართველოში ბიზნესის წარმოებისა არის ადამიანური კაპიტალის ნაკლებობა. ამასობაში, განათლების დონე იკლებს, ქრონიკულად დაავადებულია ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი და ახალგაზრდების უმუშევრობის დონე მაღალია. ეს პრობლემები კიდევ უფრო ამწვავებს პრობლემას, რომელიც ასოცირებულია დაბერებად მოსახლეობასთან და გამოიწვევს მნიშვნელოვან პრობლემებს საშუალოვადიან პერსპექტივაში ადამიანური კაპიტალის განვითარების ძალისხმევის გარეშე. შესაბამისად, საქართველო დგას მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე. ადამიანური კაპიტალში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა შეამციროს უთანასწორობა, მოახდინოს სტაბილიზაცია ეკონომიკური შოკების დროს, უზრუნველყოს თანაბარი მოხმარება და დაიცვას მოწყვლადი ჯგუფები სტრუქტურული ცვლილების დროს. ჯაყელების მსგავსი ოჯახებისათვის, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების განხორციელების გადაწყვეტილება დღეს, გადაწყვეტს მათ შესაძლებლობას იცხოვრონ პროდუქტიულად შემდგომი თაობისათვის. 41 1 საქართველოს მთავრობა, თავისუფლება, სწრაფი განვითარება, 18 ჯეოსტატი: საქართველოს ეროვნული სტატისტიკის ოფისი. კეთილდღეობა. ნეომბერი 2016. (2020). ოჯახის ხარჯების მონაცემთა ბაზა 2020 წლის 12 მარტის 2 World Bank (2019). World Development Report 2019: The Changing მონაცემებით. აღებულია: https://www.geostat.ge/en/modules/ Nature of Work. Washington, DC: World Bank, 50. categories/51/households-expenditures 3 Lange, Glenn-Marie, Quentin Wodon, and Kevin Carey (2018). 19 World Bank. (2019). ECA Poverty & Equity Brief: Georgia. Retrieved from The Changing Wealth of Nations 2018: Building a Sustainable Future. http://documents.worldbank.org/curated/en/328091559890248187/pdf/ Washington, DC: World Bank, 48. Georgia-Poverty-and-Equity-Brief-Spring-2019.pdf 4 Heckman, J. (2000). “Policies to foster human capital.” Research in 20 Eurostat. Early Childhood and Primary Education Statistics, visited on Economics 54(1), 3-56. March 11, 2020. Retrieved from https://ec.europa.eu/eurostat/statistics- 5 Becker, G. (1975). Human Capital: A Theoretical and Empirical Analysis, explained/index.php/Early_childhood_and_primary_education_statistics with Special Reference to Education, Second Edition. National Bureau of 21 Richardson, E. and Berdzuli, N. (2017). Health Systems in Transition – Economic Research, Inc. Retrieved from Georgia: Health System Review 2017. Retrieved from http://www.euro. https://EconPapers.repec.org/RePEc:nbr:nberbk:beck75-1 who.int/__data/assets/pdf_file/0008/374615/hit-georgia-eng.pdf?ua=1 6 Azariadis, C., and J. Stachurski (2005). “Poverty traps.” Handbook 22 World Bank. Georgia: Out-of-pocket expenditure (% of current health of economic growth, 1, 295-384. expenditure) data, visited on March 19, 2020. Retrieved from https://data. 7 World Economic Forum (2019). The Global Competitiveness worldbank.org/indicator/SH.XPD.OOPC.CH.ZS Report 2019. Retrieved from http://www3.weforum.org/docs/WEF_ 23 World Bank (2018). Georgia- Systematic Country Diagnostic: TheGlobalCompetitivenessReport2019.pdf from Reformer to Performer (English). Washington, DC: World Bank 8 Kraay, A. (2018). Methodology for a World Bank Human Capital Index. Group, 12. World Bank, Washington D.C. 24 Kumpulainen, K. (2018). Respecting Children and Families: A Case 9 World Bank (2018). The Changing Nature of Work: World Development Study of the Finnish Early Childhood Education and Care System. Report 2019, Working Draft. Retrieved from http://pubdocs.worldbank. Retrieved from http://ncee.org/wp-content/uploads/2019/03/EA-Finland- org/en/816281518818814423/2019-WDR-Draft-Report.pdf Case-Study-022819.pdf 10 Kraay, A. (2018). 25 Hanushek, Eric A. and Steven G. Rivkin (2006). “Teachers Quality.” 11 Georgia (2019). The Institute for Health Metrics and Evaluation (IHME). Handbook of the Economics of Education 2. Retrieved from http://www.healthdata.org/georgia 26 Rowe, Ken (2003). “The Importance of Teacher Quality as a Key 12 Patrinos, H. and C. Montenegro (2014). “Comparable Estimates Determinant of Students’ Experiences and Outcomes of Schooling.” of Returns to Schooling Around the World.” Retrieved from Australian Council for Educational Research. (2003). DOI: http://dx.doi. http://documents.worldbank.org/curated/en/830831468147839247/pdf/ org/10.14507/epaa.v8n1.2000 WPS7020.pdf 27 World Cancer Research Fund International (2018). Building momentum: 13 CIA (2020). The World Factbook: Georgia. Retrieved from lessons on implementing a robust sugar sweetened beverage tax. https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/gg.html Retrieved from www.wcrf.org/buildingmomentum 14 აქართველოს მთავრობა (2016). თავისუფლება, სწაფი განვითარება, 28 Jong-Wha (2019). Lee. Lessons of East Asia’s Human Capital კეთილდღეობა. ნოემბერი. Development. Retrieved from https://www.project-syndicate.org/ 15 World Bank (2017). Georgia: From Reformer to Performer: A Systematic commentary/human-capital-east-asia-development-strategy-education- Country Diagnostic. Retrieved from http://documents.worldbank.org/ by-lee-jong-wha-2019-01 Osman-Gani, AAhad M. (2004). "Human capital curated/en/496731525097717444/pdf/GEO-SCD-04-24-04272018.pdf development in Singapore: An analysis of national policy perspectives." 16 ჯეოსტატი:საქართველოს ეროვნული სტატისტიკის ოფისი (2020). Advances in developing human resources 6.3: 276-287. საცხოვრებელი პირობების მონაცემთა ბაზა, 12 მარტი, 2020 წლის Schieber, George J. (1997). Innovations in Healthcare Financing: მონაცემებით. აღებულია: https://www.geostat.ge/en/modules/ Proceedings of a World Bank Conference, March 10-11, 1997; categories/192/living-conditions International Health Care System Profiles. https://international. 17 Ibid. commonwealthfund.org/countries/singapore/ 42 43 44